პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებას ადეკვატურად აფასებს, თუმცა როგორც ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოძიების დასრულებას დაელოდება.
"აფგან მუხთარლის საქმეზე შს მინისტრის გადაწყვეტილება პოლიტიკურად შესაბამისი და ადეკვატური გადაწყვეტილებაა. მისასალმებელია, თუმცა როგორც მანამდე განვაცხადეთ, ველოდებით გამოძების დასრულებას და სერიოზულ შედეგებს ამ საქმეზე", - განაცხადა ანა დოლიძემ
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიების დასრულებამდე, თანამდებობები დატოვეს, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა.
ავტორი: ლილუ მიროტაძე