ამ წუთებში ე.წ ციანიდის საქმეზე სასამართლოში მეუფე პეტრე იკითხება, რომელიც ბოლო სასულიერო პირია, ვინც დეკანოზის საქმეზე დაიკითხება.
მეუფე პეტრე ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.
"დღეს უნდა ვამხილო ის უსინდისო, უსამართლო და სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სხდომები არის დახურული. მე მზად ვარ, სასამართლოზე იგივე განცხადებები დავადასტურო რასაც სატელევიზიო ეთერით ვსაუბრობდი", - განაცხადა მეუფე პეტრემ.
ავტორი: ლილუ მიროტაძე