გაზის ტარიფი აუცილებლად გადაიხედება - ილია ელოშვილი

12:33 07-21-2017
153

ენერგეტიკის მინისტრის, ილია ელოშვილის განმარტებით, გაზის ტარიფის ცვლა დამოკიდებული იქნება სხვადასხვა ფაქტორებზე და ასევე ტარიფის დათვლის მეთოდოლოგიაზე. 
ენერგეტიკის მინისტრმა ტარიფის ცვლის მიზეზები  ჟურნალისტებთან განმარტა. 


”სატარიფო ცვლილება განაპირობა ძირითადად იმ ინვესტიციებმა, რომელიც განხორციელდა 2007 წლიდან დღემდე. იმიტომ, რომ 2007 წლიდან გაზის ტარიფი ფაქტიურად არ გადახედილა, შესაბამისად, უკვე გაორმაგებულია აბონენტთა რაოდენობა, უამრავი ინვესტიცია ჩაიდო სექტორში, შეიცვალა გარემო და შეიცვალა ლარის კურსიც. ამ ყველაფერმა მოახდინა ზეგავლენა და ტარიფმაც განიცადა ცვლილება. გაზის ტარიფები აუცილებლად გადაიხედება, თუმცა ეს იქნება ზრდისკენ, თუ კლებისკენ, ამის თქმა ახლა შეუძლებელია”, - განაცხადა ილია ელოშვილმა.