"მინდა, რომ ეს სი­ყვარული უსასრუ­ლოდ გა­გრძელდ­ეს“. - სკანდალური მსახიობის ექსკლუზიურად პირადი

14:44 07-21-2017
5246

თეატრალურ წრეებში მას ნიჭიერ მსახიობად მიიჩნევენ. ფართო მასისთვის კი ის ცნობილი,  „ჩიპსების თაობიდან“ გახდა. მას მერე „ჯუგლაძეთი“ იცნობენ. მერე იყო ზაზა კოლელიშვილის ფილმი „ომი და ქორწილი“. მალე ზაზა კოლელიშვილი მას „გარიგება 2“-ში გადაიღებს. ამბობს - პოპულარობამ სიყვარული და პასუხისმგებლობა მომიტანაო. 

როლანდ ოქროპირიძე ორი კვირაა რაც ცოლი მოიყვანა. თაფლობის თვის მიუხედავად, რეპეტიციებს არ აცდენს და სამსახურშიც ჩვეულებრივად დადის. ჯვარი 23 სექტემბერს, იყალთოში, თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტ სოფო გორელაშვილზე დაიწერა. ჯვრისწერა სპონტანურად მოხდა, ამიტომ სულ ოთხნი იყვნენ. დღეს, დიდი ქორწილისთვის ემზადებიან. ქორწილს ახალ წლამდე გეგმავენ.

როლანდ ოქროპირიძე:

- „სოფო ყვარელში, მარჯან­იშვილის სახლ-მუზეუმში გავი­ცანი. ეს გაცნობა, ალბათ, სი­მბოლურიც არის. ძალიან ბევრი რამით მოვიხიბლე. ჯერ, რა თქ­ მა უნდა, ფიზიკურად მომეწონა, მაგრამ იმის იქითაც ბევრი რა­ღაცები დავინახე. მხიარულია, ჭკვიანი, თავშეკავებული. უცებ ბევრი ისეთი თვისება დავინა­ხე, რომ მივხვდი, ის, ის იყო და ისიც მალევე მივახვედრე, რომ მე, მე ვარ. მაშინ სოფო პირველ კურსზე იყო. ახლა მესამეზეა. პირველ ოქტომბერს გავიცანი და ერთი წელი ვიყავით ერთად. შეყვარებულები ვიყავით. მერე დაშორების ერთი წელიც გვქო­ნდა. ერთად არ ვიყავით, მაგრამ ერთმანეთი მაინც გვიყვარდა. 23-ში კი გადავწყვიტეთ, რომ ჯვარი დაგვეწერა. 2 კვირაა ერთად ვართ... ალბათ, თბ­ილი ქმარი ვარ, არ ვიცი... სიურპრიზების მოწყობაც მიყვარს და ყვავილების ჩუქებაც. სოფოს აივანზე ვძვრებოდი და ყვავილ­ებს მისთვის იქ ვტოვებ­დი. აივანი ყოველთვის სავსე იყო ჩემი ყვავილ­ებით. თუმცა, სოფოს ყვ­ავილებსა და საჩუქრებზე მეტად ჩემი ყურადღება მოსწონს.“ ყურადღება თავადაც უყვარს, დედისერთაა. თუ­მცა, ამბობს, რომ ამის გამო ეგოისტი არასოდეს ყოფი­ლა. წარსულს იხსენებს და ბავშვობაზეც ისეთივე გულა­ხდილად საუბრობს, როგორც თავის ახლანდელ სიყვარულ­ზე. 

              "გიჟი ბავშვიდან - სერიოზ­ულ კაცამდე"

„ცელქი, არეულ-დარეული და გიჟი ბავშვი ვიყავი. ცოტათი და­ულაგებელი. ერთხელ სკოლის დაწვაც გადავწყვიტე. ჯერ მთ­ლიანი სკოლის დაწვა მინდოდა, მერე გადავიფიქრე, დამენანა, ამიტომ ხეებს წავუკიდე ცეცხ­ლი ისე, რომ სკოლას გადასდ­ებოდა, მართლაც ასე მოხდა და რაღაც ნაწილი დაიწვა. ვერ გაიგეს ვინ იყო ხანძრის მიზეზი. არადა შეიკრიბნენ, სკოლის დი­რექტორი, კახეთის გუბერნატ­ორი, გამგებელი. მეც იქ ვიდექი და წყნარი სახით ვუსმენდი მათ ბჭობას. გუბერნატორს გამგ­ებელი უხსნიდა - ახლა ძალიან ცხელა, ტოტი ტყდება მერე მა­ნქანები ნაპერწკლებს ყრიან. ამ შემთხვევაში კი ნაპერწკალი ამ ადგილს მოხვდა და ცეცხლიც ასე გაჩნდაო. ასეთმა მჭერმე­ტყველურმა დასკვნამ დასჯას გადამარჩინა.

ერთელაც მე და ჩე­ მმა მეგობარმა სკოლის დარაჯს თოფი მოვპარეთ. ძალიან მოგვ­ეწონა. რამდენიმე დღე გადამა­ლული გვქონდა კიდეც. ცნობილი ცუდი ბავშვები ვიყავით და ეჭვი ჩვენზე აიღეს. ჰოდა, პოლიციას რომ არ დავეჭირეთ, დავაბრუნ­ეთ. ის თოფი სანადიროდ გვინ­დოდა, ძალიან მიყვარს ნადირო­ბა. აი, ასეთი ცუდი ბავშვი ვიყა­ვი.

ერთხელ მასწავლებელი ისე გამოვიყვანე მდგომარეობიდან, რომ კაკტუსი ქოთნიანად მესრ­ოლა. ხელი დავუხვედრე და სამი დღე ეკლებს ვიძრობდი ხელიდან. ალბათ, ასეთ რაღაცებს იმიტომ ვაკეთებდი, რომ ჩემს ტოლებში სახელის მოხვეჭა მინდოდა.

             “ პირველი სიყვარული "

"ერთი გოგო ჩამოდიოდა ბები­ასთან. მე და იმ გოგონას სამთვი­ანი ბა­ვშვური სიყვარული გვქო­ნდა. ახლა გათხოვილია, შვილ­ იც ჰყავს და ჩემი კა­რგი მეგობარია. მაშინ ცამეტი წლის ვიყავი. მახსოვს ვნ­ერვიულობდი, ღამესაც კი ვათე­ნებდი. მახსოვს ლადო ასათიანის ლექსი გადავწერე და მივუტანე. ძალიან წვრილ ნაკუწებად დახია და თავზე დამაყარა.“

               "თეატრალური ინსტიტუტი"

„თეატრალურ ინსტიტუტში სკოლის დამთავრებისთანავე, პი­რველივე წელს მო­ვხვდი. ოჯახში მს­ახიობი არავინ გვ­ყავდა. ამიტომაც მამას არ უნდოდა, რომ მე მსახიო­ბი ვყოფილიყავი. უარზე იყო. ვერ წარმოედგინა რა შუაში ვიყავით მე და თეატრა­ლური. თან ეგ­ონა, რომ ვერ მოვხვდებოდი და თავს იწყნ­არებდა. როდე­საც ჩამოვედი და ვუთხარი უფასოზე ჩავი­რიცხე – მეთქი გაუკვირდა , მერე კი ძალი­ან მოსწონდა, როდესაც მე­ გობრები მსტუმრობდნ­ენ, სიხარულისგან გიჟდ­ებოდა.

                  “დოისა და გიზო ჟო­რდანიას ამბავი"

"მედეა კუჭუხიძე მასწავლიდა, მარჯან­იშვილის თეატრის მთ­ავარი რეჟისორი. მან მითხრა: მარჯანიშ­ვილის თეატრისთვის გამზადებო. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ოთარ მეღვ­ინეთუხუცესმა, საკუ­რსო და სადიპლომო ნამუშევარი ნახა და ძალიან მოეწონა... მერე თეატრში ცვლილება მო­ხდა და ბატონი გიზო ჟორდანია მოვიდა. მან გიორგი ქანთარიას სპექტა­კლში მნახა. მეორე დღეს დამიბარა და მითხრა: მო­მეწონა, შენი წინა პერიოდის ამბე­ბიც ვიცი და თეატ­რში უნდა მიგიღოო. პარალელურად დოიმ დამირეკა და მითხრა: სპექტაკლში „ქალაქი ალყაში“ ერთ-ერთი მთ­ავარი როლი უნდა გათა­მაშოო. რა თქმა უნდა, და­ვთანხმდი. ბატონმა გიზომ არ იცოდა ეს ამბავი. ამ დროს მან „სამგროშიანი ოპერა“ დაიწყო, მთელი დასი ჰყავდა დაკავებული და მეც ერთი უმნიშვნელო როლი მერგო. ძალიან მალე, მუსკომედ­იაში პრემიერა გაიმართა. ბატო­ ნიგიზოც მოვიდა. ხედავს, სცენ­აზე მე ვარ. სულ გადაირია. ვიცი, რომ ეს ბიჭი ჩემთან არის და აქ საიდან მოხვდაო. მე­ორე დღეს თე­ატრში დამი­ბარა, – იქნებ ამიხსნა რა ხდებაო. მეც ვუთხარი : თქვენ ხელი არაფერში შეგეშლებ­ათ, აქაც ვი­თა­მაშებ-მეთქი. რამდენი გაქვს ხელფასიო. ვუთხარი ჯერ არ მა­ ქვს, მაგრამ ასე 350 ლარი მექნ­ება-მეთქი. აჰააა, გასაგებია, კა­რგი, წადიო. მეორე დღეს, ჩემთან ტექნიკური რეჟისორი მოვიდა და მეუბნება. ბატონმა გიზომ ხელფასი 400 ლარი დაგინიშნა და მთავარ როლზე გადაგიყვანაო... აი, მაშინ კი ძალიან რთული გა­მოდგა გადაწყვეტილების მი­ღება, რადგან დოისთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და მქ­ონდა, თან დასსაც შეჩვეული ვი­ყავი, კარგი სიტუაცია იყო. მახს­ოვს მამასთან მივედი და ვკითხე, რა ვქნა მეთქი. მოეწონა ძალიან, გაეხარდა, ამ ამბიდან რამდენიმე დღეში მამა გარდაიცვალა კი­დეც"...

           “ წარმატებული მსახიობი და ქალებში მიღებული კა­ცი"

„სამგროშიანმა ოპერამ“ დიდი წარმატება მოუტ­ანა. ამ სპექტაკლს სხვა სპექტაკლებიც მოჰყვა: `ჩიტი~, `ფერხული~, ქა­ქუცა ჩოლოყაშვილი. „ურიელ აკოსტა“... დღეს `დეკამერონს~ ელოდება. 5 წელია, რაც მარჯანიშ­ვილის თეატრის მსახიო­ბია. თუმცა, მანამდე იყო თუმანიშვილის თეატრი, თავისუფალი თეატრი და მუსკომედია. პირველი წა­რმატება კი თუმანიშვილის თეატრში კოტე მირიანაშვი­ლის სპექტაკლმა „ჭიქა წყალი“ მოუტანა: „მთავარი როლი იყო, ჩვეულებრივ ბიჭს ვთამაშობდი, რომელიც მეფის კარზე დარა­ჯად მსახურობდა, ეს ბიჭი დე­დოფალს შეუყვარდება, მერე პირველ მინისტრ ქალს, მერე თა­ვისივე წრის წარმომად­გენელ გო­გოს, მო­კლედ, ამ ბიჭზე არის მთელი ამ­ბავი“...

სპ­ექტაკლს და მთავარ როლს თავი კარგად გაართვა და მა­შინ მაყურებლის მოწონებაც და­იმსახურა. მერე კი მთავარი გმირ­ის როლი ცხოვრე­ბაშიც მოირგო და მექალთანის სახელიც და­იმკვიდრა . დღეს ხუმრობს 27 წლამდე ქალებს ჩემით ტკბობის ბედნიერება ჰქონდათ. ახ­ლა კი, როცა ცოლი შე­ ვირთე, ქა­ლებსა და სიყვარულებზე საუბ­არი ზედმ­ეტად მე­ჩვენებაო. „ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ გვერდით მყავს ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს. მასაც ვუ­ყვარვარ, ამას ვგ­რძნობ და ბედნიერი ვარ. მი­ნდა, რომ ეს ადამ­იანი ყოვე­ლთვის ჩე­მთან იყოს და ეს სი­ყვარული უსასრუ­ლოდ გა­გრძელდ­ეს“... 

ავტორი; თეა თავბერიძე.

გაზეთ "პრაიმტაიმის" N41(83)-ის არქივიდან. 2010 წ.

ავტორი: რუსა ღვანიძე