მესამე სართულიდან გადმოვარდნილი 6 წლის ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

19:14 07-22-2017
1055
თეგები: ბავშვი

გორში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდნილი  6 წლის ბავშვი თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს. 
 როგორც ”ინტერპრესნიუსს” იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში განუცხადეს, ბავშვს აღენიშნება ქალა-ფუძის დაზიანება და გატეხილი აქვს ლავიწის ძვალი. ექიმების ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ის რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული. 
როგორც იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, 6 წლის ბავშვი მართვით სუნთქვაზეა და ნევროლოგის, ტრავმატოლოგის და რეანიმატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 

გორში, სტალინის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულის აივნიდან 6 წლის ბავშვი გადმოვარდა. თავდაპირველად ის გორის საავადმყოფო ”გორმედიში” გადაიყვანეს, შემდეგ კი მისი თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო.

ავტორი: ლილუ მიროტაძე