მელორ ვაჩნაძე სოციალურ ქსელში "ევროპული საქართველოს" მიერ დააანონსებულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და საზოგადოებას მოუწოდებს, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი პროტესტი კანონის ფარგლებში გამოხატონ.
"მე ჩემსას ვიტყვი და გამგებმა სწორად გაიგოს!!!
ვფიქრობ ხვალ აღმაშენებელის გამზირზე უამრავი ადამიანი მოვა გიგა ბოკერიას ბინძურ ტვინში მოფიქრებული აქციის საწინააღმდეგოდ, მაგრამ ყველას მოგიწოდებთ და გთხოვთ, ჩვენი წლების მანძილზე დაგროვილი პროტესტი კანონის ფარგლებში გამოვხატოთ ვინაიდან ჩემი აზრით სულ მცირე 5 მიზეზი არსებობს...
ჩამოგითვლით:
1) დასაკარგი ქართველები არ გვყავს!!! (ჩვენი ზნეობით და საქართველოს სიყვარულით ავუხილოთ ყველას თვალი)
2) თუ მშვიდობიან პროტესტს გასცდა ქვეყანა დაზარალდება საერთაშორისო ასპარეზზე!!! (არცერთ ჩვენგანს არ გვაქვს ამის უფლება)
3) მართმადიდებლობა გვავალდებულებს ვიყოთ შემწნარებელნი და შევუნდოთ გზააბნეულთ!!!
4) არ წამოვეგოთ ბოკერიას და რუსი ოკუპანტების პროვოკაციას, ვინაიდან "ქართული მარშის" ეროვნული იდეოლოგიის დაკნინება სურთ!!!
5) საქართველოს მორიგი სამოქალაქო დაპირისპირება არაფერში სჭირდება!!! (გარეშე მტრებიც საკმარისად გვყავს)
და ბოლოს ხელისუფლებამ და შ.ს.ს. უნდა შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა, აღმაშენებელზე განვითარებული ნებისმიერი სცენარის გათვალისწინებით!
პოლიცია მაქსიმალურად უნდა მოერიდოს ძალის დემონტრირებას საკუთარი მოქალაქეების მიმართ, მაგრამ იყოს მაქსიმალურად ეფექტური რომ თავიდან ავიცილოთ მცირედი შეხლა-შემოხლაც კი!!!
მეც ვიქნები აღმაშენებელზე ერთი რიგითი მოქალაქის სტატუსით...
აქვე დავამატებ იმ ფაქტს რომ ზოგიერთი "იარი" რუსეთის მომხრე(რუსეთუმე) აპირებს მოსვლას აქციაზე როგორებიც არიან ტრისტან წითელაშვილი, შოთა აფხაიძე, ირაკლი ყიფიანი და კიდევ რამოდენიმე გზააბნეული... მე პირველ რიგში ვემიჯნები და ვაფრთხილებ, თუ მათი მხრიდან იქნება აქციაზე რუსეთის პიარის მცდელობა და საერთო კონტექსტის უგულებელყოფა პირადად მე დავუპირისპირდები მათ!!!
უფალი გვფარავდეს ჩვენ და საქართველოს!!!
პ.ს. დასაკარგი არცერთი ქართველი და საქართველოს მოქალაქე არ გვყავს!!!
მ.ვაჩნაძე"