ოთო კახიძე: ,,ქართული ოცნება" ძალაუფლების გახანგრძლივებაზეა ორიენტირებული და პრობლემების მოგვარებაზე

13:50 07-24-2017
113

,,ევროპული საქართველო" იზიარებს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, რომელიც მან თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსის ცვლილებების კანონპროექტში შეიტანა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ოთო კახიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, ,,ქართული ოცნება" ძალაუფლების გაძლიერებაზეა ორიენტირებული. 

,,ევროპული საქართველოსთვის მთავარი საკითხი გახლავთ ის, რომ არ შეიძლება ჩვენს მოქალაქეებს თვითმმართველი ქალაქები წავართვათ, რომ მათ აღარ შეეძლოთ კონკრეტულად აირჩიონ თვითმმართველი ქალაქების ხელმძღვანელობა და რაიონებში გამსხვილება არის უკანგადადგმული ნაბიჯი. ივანიშვილს არ უნდა ჩვენი მოქალაქეები ირჩევდნენ თვითმმართველი ქალაქების ხელმძღვანელებს. მთლიანობაში, ,,ქართული ოცნება" ძალაუფლების გახანგრძლივებაზეა ორიენტირებული და არა ჩვენი მოქალაქეების პრობლემების მოგვარებაზე და სწორედ ამას ეხმიანება, როგორც საკონსტიტუციო ცვლილებების, ისე ეს პაკეტიც ორიენტირებულია იმაზე, რომ მათ გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნა", - განაცხადა ოთო კახიძემ. 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებში ცვლილებებს ვეტო დაადო. კანონპროექტები მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნდა.  მოტივირებული შენიშვნების საკომიტეტო განხილვა სავარაუდოდ ხვალ დაიწყება. საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის 26 ივლისს ჩატარების მოთხოვნით  მიმართა. 

 

 

ავტორი: სალომე ჩადუნელი