ახალი სცენარი არ გეგონოთ, რასაც ახლა წაიკითხავთ, სერიალს მიღმა, რეალურ ცხოვრებაში ხდება. დღემდე ამ რომანის შესახებ მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა, თორნიკეს და ნინოს ძალიან ახლო მეგობრებმა და ისინიც საიდუმლოს ერთგულ ად ინახავდნენ. თუმცა, „პრაი მტაიმი“ ხომ სწორედ იმისთვის არის, რომ ასეთი ხელმიუწვდომელი ინფორმაცია სახალხო გახადოს და პირველმა გითხრათ ის, რაც სინამდვილეში ხდება ორ ვარსკვლავს შორის.
მოკლედ, „მაკუნა“ და „ნიკა კეკელიძე“ რამდენიმე თვეა ხვდებიან, ინფორმაცია ზუსტია და დადასტურებული.
ერთმანეთი სერიალის გადაღებებზე გაიცნეს. მიუხედავად იმისა, რომ ნინო თორნიკეზე უფროსია, მათი ურთიერთობისთვის ამას ხელი არ შეუშლია. რამდენიმეთვიანი რომანი დიდხანს და საგანგებოდ მალეს, მაგრამ...
10 სექტემბრიდან ნინო ქორიძე აჭარაში ქეთი მაჭავარიანის ფილმის „მარილივით თეთრი“-ს გადაღებებზე იყო წასული. ფილმში მთავარი როლი აქვს და ჭიათურელ ოფიციანტ გოგონას თამაშობს. როგორც ჩანს თორნიკემ საყვარელი ქალის გარეშე თბილისში მარტო ვერ გაძლო და ბათუმში ჩააკითხა. გადაღებები 2 დღის წინ დასრულდა. ამ ხნის მანძილზე, გადასაღებ მოედანზე, თორნიკე ნინოს გვერდით იყო. ინფორმაციის გადასამოწმებლად მათ ბათუმში დავუკავშირდით, მაგრამ საკუთარ გრძნობებზე ხმამაღლა ლაპარაკისგან, წყვილმა თავი შეიკავა. თუმცა პირად საუბრებში დაადასტურეს, რომ ერთად არიან და ერთმანეთი უყვართ.
ნინო ქორიძე პროფესიით მხატვარია, თუმცა ხან კინოგადაღებებში იღებს მონაწილეობას, ხან თეატრში თამაშობს. რეკლამებშიც ხშირად გადაუღიათ.
18 წლის იყო, როცა პირველად პოდიუმზე ავიდა და სხვადასხვა ჩვენებებში დღემდე მონაწილეობს. ბოლოს ფილმში „სამი სახლი“ და „თბილისური „ლავ სთორი“-ში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“, რომელმაც ყველაზე დიდი პოპულარობა მოუტანა, მისთვის სრულიად განსხვავებული ამპლუა იყო. თუმცა რატომ მარტო პოპულარობა? ამ სერიალმა ნინოს ცხოვრებაში მესამე სიყვარული გააჩინა...
ნინო პირველად, 16 წლის ასაკში, დათო კვირიკაძეზე გათხოვდა, თუმცა 2 წელში მათი ოჯახი დაინგრა. ახლა 18 წლის შვილი ირაკლი ჰყავს, რომელიც ინგლისში სწავლობს. 21 წლის ნინომ მეორედ იქორწინა, ეს ქორწინება წელიწადნახევარს გაგრძელდა...
მისი მეორე მეუღლე, კოტე გოგელია, მაკა ასათიანის ახლანდელი ქმარია. რაც შეეხება თორნიკე გოგრიჭიანს, მან ეკრანზე გამოჩენისთანავე ქართველი გოგონების გული დაიპყრო და ყველაზე სასურველი სასიძოც გახდა. ბოლო რამდენიმე თვეა, მის გარშემო აქტუალურია კითხვა – ჰყავს თუ არა შეყვარებული?
23 წლის თორნიკე მუსკომედიის თეატრის მსახიობია. ასეთ პატარა ასაკში დათო დოიაშვილის დადგმულ „მაკბეტში“ მთავარი როლი ითამაშა და საუკეთესო როლის შესრულებისთვის ხორვატიაში პრიზიც აიღო, სპექტაკლმა კი 12 ნომინაციიდან 9 პრიზი „მოხსნა“.
ივნისში „პრაიმტაიმთან“ მოცემულ ინტერვიუში თორნიკე ამბობდა, შეყვარებული არ ვარო. მაშინ სერიალი ახალი დაწყებული იყო და შესაბამისად, მისი და ნინოს ურთიერთობაც დაახლოებით ამ პერიოდიდან იწყება. მათი გასაიდუმლოებული ურთიერთობის შესახებ არც თორნიკეს ახლო მეგობარმა, სერიალში ლევან ხომერიკის გმირმა, იგივე გიორგი ვარდოსანიძემ იცოდა, ან უბრალოდ, მეგობარი არ გათქვა.
გიორგი ვარდოსანიძე:
- "შეყვარებულები არიან? საოცრება. არ არის ჩემთვის დაუჯერებელი ამბავი, უბრალოდ, მართლა არაფერი ვიცოდი. ცალ-ცალკე ორივეზე ვგიჟდები, მისალოცად ჰქონიათ საქმე და მეტი არაფერი. ბათუმიდან რომ ჩამოვლენ დაველაპარაკები და მივულოცავ. ორივეს ყველაფერ კარგს ვუსურვებ“. -ამბობს გიორგი ვარდოსანიძე.
მახსოვს, ადრე თორნიკე გოგრიჭიანი ჩემს სტატიაში ეშტონ კატჩერს მივამსგავსე. თურმე გაუაზრებელი, ქალური ინტუიციით გამიკეთებია. ეს მსგავსება. ეშტონ კატჩერის მსგავსად, თორნიკემაც სულ მალე რომანი მასზე უფროს და დემი მურივით მომხიბვლელ ნინო ქორიძესთან გააბა. ჰოლივუდელი კოლეგებისგან განსხვავებით, წყვილი ერთად ჯერჯერობით არსად ჩნდება, თუ არ ჩავთვლით გადასაღებ მოედანს, სადაც მხოლოდ გადამღები ჯგუფია. ახლა, თორნიკეს პერსონაჟსაც (სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“) იშვიათად იღებენ და ნინოს გმირიც ნაკლებად ჩანს. თითქოს მოილაპარაკესო, თორემ გადასაღებ მოედანზე მათ ერთად დაფიქსირებას, მარტივად მოვახერხებდით.
ნინო ქორიძე:
„ვიცი, რომ ინტერვიუ გინდათ და დაკავშირებას ცდილობთ. ახლა ვერ დაგელაპარაკებით. მე საერთოდ არ მიყვარს ინტერვიუს მიცემა. ახლა, მით უმეტეს, არ მინდა. გადავდოთ ცოტა ხანი. დაახლოებით ერთი თვე და მერე ყველაფერს გეტყვით. სხვას არავის დაველაპარაკები. არც ერთს არ გვინდა ჯერჯერობით პრესაში გამოჩენა. ეს ორივეს გადაწყვეტილებაა“.
ქორიძეების ოჯახში ნინოს რომანს პოზიტიურად აფასებენ. მართალია, თორნიკე თავისი რეჟიმის გამო მათთან სტუმრობას იშვიათად ახერხებს, მაგრამ ის ნინოს ოჯახის წევრებს ძალიან მოსწონთ. ჩვენ ნინოს დას, სოფოს ვესაუბრეთ. ის „პრაიმტაიმის“ წინა ნომრის სტატიით კმაყოფილი ჩანდა.
სოფო ქორიძე: – ჩვენ ძალიან ჩვეულებრივი, ნორმალური და დადებითი დამოკიდებულება გვაქვს თორნიკესა და ნინოს რომანზე. ვიცი, სტატიას ძალიან დიდი გამოხმაურება და ინტერესი მოჰყვა.
– "იცნობთ თორნიკეს?
– კი, ვიცნობ. ძალიან კარგი ბი ჭია.
– ხშირად გსტუმრობთ?
– ისეთი დაკავებულია, რომ იშვიათად გვსტუმრობს.
– რამდენი ხანია, რაც იცით მათ ურთიერთობაზე?
– არ ვიცი, ვერ გეტყვით. არ ვარ ინტერვიუს მიცემას მიჩვეული და...
– მისგან თანხმობა გვქონდა, როცა წინა ნომერში მზადდებოდა სტატია. შეიცვალა შეყვარებული ნინო?
– მაინც ინტერვიუს მართმევთ.
– ხომ არ აპირებენ უახლოეს მომავალში დაქორწინებას?
– არ ვიცი და მე რომ ახლა ზედმეტი ვთქვა, არ მინდა".
რუსკა მაყაშვილი, იგივე ანჩო, ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა, რომლის დაკვირვებულმა თვალმა შეყვარებულ წყვილს „რაღაც“ შეატყო.
რუსკა მაყაშვილი:
„თორნიკე ჩემი მეგობარია. ერთ-ერთი პირველი „თვალი“ ვარ, ვინც მიხვდა, მათ შორის რომ რაღაც ხდებოდა. მათი სიყვარულის ისტორია ზაფხულში, შვებულებაში გასვლამდე დაიწყო. დაახლოებით ივლისში. გადაღებები ქარვასლაში გვქონდა. გადაღებებს შორის სულ ისხდნენ და ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ. ეს ეგრევე შევნიშნე და ვიეჭვე. თორნიკესთან მივედი და ვკითხე, რა ხდება-მეთქი? მას გაეღიმა და არ ვიციო, მიპასუხა. მერე ნინოსაც დავეკითხე... მოკლედ, ძალიან უყვართ ერთმანეთი და ძალიან მიხარია, ერთად რომ არიან“.
თორნიკე გოგრიჭიანი, შეძლება ითქვას, დათო დოიაშვილის აღმოჩენილი მსახიობია. ბოლოს და ბოლოს, 23 წლის ბიჭს „მაკბეტის“ როლიც კი ანდო.
დათო დოიაშვილი:
- „მე მსახიობების პირადი ცხოვრებით დაინტერესებული არ ვარ. თუმცა შემიძლია, გითხრათ ის, რომ თორნიკე სულ შეყვარებულია. როცა ადამიანი შეყვარებულია, ბედნიერია და ეს კარგია“.
წყვილის „ლავსთორის“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ნიკა წულუკიძე სერიალის – „გოგონა გარეუბნიდან“ სცენარზე მუშაობს. თორნიკეს გმირი ნიკა კეკელიძე მალე დადგება ფეხზეო, დაგვპირდა. სცენარისტს ნინოსა და თორნიკეს რომანზე ჩვენი გაზეთის წინა ნომრიდან შეუტყვია.
ნიკა წულუკიძე:
„სცენარისტი გადაღების პროცესს არ ესწრება. გადაღებებზე ცალ-ცალკე მოდიოდნენ და მიდოდნენ. ბნელ კუთხეებში კიდევ ერთად არ შემინიშნავს. როცა ორ არაჩვეულებრივ ადამიანს ერთმანეთი უყვადებათ, ამაზე კარგი რა უნდა იყოს. ასაკი, დრო და ბუღალტერია რა შუაშია, როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვართ. ქალი თუ მოგინდება, 63 წლის იქნება თუ 23-ის და იმასაც თუ მოუნდები, მოკლე ჩართვა უნდა მოხდეს. თორნიკე ბოლოს მაღაზიაში შემხვდა, ლუდს ყიდულობდა. არ მიკითხავს ამ რომანზე".
აჩიკო სოლოღაშვილი თორნიკეს მეგობარი და კოლეგაა.
აჩიკო სოლოღაშვილი:
„მე ამ სიყვარულის შესახებ ცოტა მოგვიანებით გავიგე, როცა უკვე არსებობდა ეს ურთიერთობა. თორნიკე ყოველთვის კარგი მეგობარი და კარგი ადამიანია. იგივეა დღესაც. სიყვარული ეხმარება, კიდევ უფრო უკეთესი გახდეს და წინ წავიდეს თავის საქმეში. სტიმულს აძლევს. სამწუხაროდ, ერთი თვეა, არ მინახავს. 24-საათიან სარეპეტიციო რეჟიმში ვარ. როგორც ვიცი, ძალიან კარგად არის“.
ავტორი: თამარ გონგაზე.
წყარო: გაზეთი "პრაიმტაიმი" N42(84) - 43(85) - ის არქივიდან. 2010 წ.