იაგო ხვიჩია მერაბ კაშიაზე წერს: 20 წელი იქნება გასული არაფერი გაგვიგია მასზე, ისიც კი არ ვიცოდი ცოცხალი იყო თუ არა...

17:57 07-24-2017
2198

,,გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში  მერაბ კაშიას სტატუსს უძღვნის. 

იაგო ხვიჩია წერს, რომ მერბ კაშიამ მოახერხა და თავისი გულწრფელობით 90-იანი წლების ჰიტები შექმნა. 

,,პრაიმტაიმი" სტატუსს უცვლელად გთავაზობთ: 

,,ამ ვიდეოს ნახვა ჩემმა ძმამ მირჩია, რაღაცნაირიაო...
ვნახე, მერე კიდევ ვნახე და ბოლოს მომინდა სტატუსიც დამეწერა...
ამ კაცმა, ბნელ 90-იანებში მოახერხა, რომ მისი სიმღერები მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ზეპირად თუ არა ნახევრად ზეპირად სცოდნოდა...
იმდენი ალბომი (მაშინ კასეტა) გამოუშვა და გაყიდა, ჩვენ რომ ნორმალური ქვეყანა ვყოფილიყავით, მილიონერი უნდა ყოფილიყო...
არასოდეს გაუმარტავს დიდი კონცერტი (მგონი არც პატარა), არასოდეს უმღერია ე.წ. ფონოგრამაზე...
არასოდეს ყოფილა გლამურული ელიტის და ე.წ. ტუსოვკების ნაწილი...
არასოდეს ყოფილა ტელევიზიების და შოუების სტუმარი...
არასოდეს, არავის არ უთქვამს რომ სერიოზული მუსიკოსი იყო, ალბათ რაღაც პონტში, გავრცელებულიმოსაზრებით ტეხავდა კიდეც ამის თქმა...
ამის მიუხედავად, ჩემი თაობის ჩათვლით, ყველას უთხრა ის რისი თქმაც უნდოდა (სულ სხვა საქმეა, ეს სათქმელი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო და რა გავლენა შეეძლო მოეხდინა), ყველას გააცნო, მისი ხედვა სამყაროზე...
უცნაური კავშირის, ძალზედ ეფექტური არხი დაამყარა ხალხთან, ფაქტია ყველას მოგვისმენია მისი სიმღერები...
რამდენიმე დღეა ვფიქრობ რითი შეძლო ეს?
გულწრფელობის გარდა, არანაირი იარაღი არ ჰქონია... მხოლოდ გულწრფელობით თქვა, რისი თქმაც უნდოდა...
მერე დაიკარგა...
როგორც ჩანს, ვერ აუწყო ფეხი საზოგადოების ზრდას... ჩვენ გავიზარდეთ, ის კი ისევ იქ დარჩა...
არ ვიცი რატომ, შეიძლება თავმდაბლობამ შეუშალა ხელი, რაღაც ვერ გაბედა, ან უბრალოდ ნიჭი არ ეყო, ან ცხოვრების მუხანათობამ არ გაახარა, ან უბრალოდ სათქმელი გამოელია....
ფაქტია დაიმალა და გულის ამრევად გრეხა და მარიაჟობა არ დაუწყია...
ალბათ 20 წელი იქნება გასული არაფერი გაგვიგია მასზე, ისიც კი არ ვიცოდი ცოცხალი იყო თუ არა...
ამ ე.წ. პოპურს რო მოვუსმინე აღმოვაჩინე, რომ ყველა სიმღერა ვიცოდი, არ ვიცი რატომ და რანაირად, მაგრამ ფაქტია ვიცოდი... 
ამიტომაც ჩემგან იმსახურებდა ამ სტატუსს...
ჰო და მადლობა შინაურები - Shinaurebi-ს, ამ კარგი ,,რიმეიქისთვის" და ამ ადამიანის გაბრწყინებული სახისთვის, გაბედნიერებისთვის... ", - წერს იაგო ხვიჩია.