ფრანგული კინოს ლეგენდა, ალენ დელონი, კინოკარიერას ტოვებს - ლამაზი, მეამბოხე, ენიგმატური და ფატალური მამაკაცი.

19:10 07-24-2017
542

 

სააგენტო " jendom.ru" - ს წყაროს ცნობით, მსოფლიო კინოს ვარსკვლავმა, ალენ დელონმა, კინოკარიერიდან წასვლის შესახებ, განცხადება გააკეთა. ფრანგი ვარსკვლავი, რომელიც მილიონობით ადამიანის საყვარელი მსახიობია, 1981-იანი წლებიდან, ქალების რისხვა გახდა და მე-20 საუკუნის ყველაზე ლამაზ მსახიობად აღიარეს. 

"მე, როგორც ბოქსიორი, რომელსაც არ სურს პირადი  ჩხუბის წაგება, არ მაქვს სურვილი,  ვითამაშო საკუთარ ფილმებში".  - ამბობს მსახიობი.

ფრანგი მსახიობიბი განმარტავს, რომ ფილმი, რომელზეც ბოლო დროს მუშაობდა, მისი კარიერაში, უკანასკნელი იქნება. 

"ეს იქნება, ჩემი უკანასკნელი ფილმი და როგორც ბოქსიორს არ სურს საკუთარი ჩხუბის წაგება, ისე არ მაქვს სურვილი, საკუთარ ფილმებში ვითამაშო" -  განაცხადა 81 წლის მსახიობმა.

ალენ დელონმა, დიდი ხნის წინ შესძლო, მსოფლიოსი განთქმულ სავაჭრო ბრენდებში სახელის დამკვიდრება და წარმატების მოპოვება. ალენ დელონის სახელობის ბრენდები, მთელ მსოფლიოშია ცნობილი - პარფიუმერია, მზის სათვალე, მამაკაცის ტანსაცმელი, სიგარეტი, ღვინო და კონიაკი.

მსახოიბმა, 2000 წლის დასაწყისისთვის უკვე 700 მილიონი დააგროვა, ასე რომ მის მემკვიდრეებს(ქალ- ვაჟს) მომავალში, ქონებასთან დაკავშირებული  პრობლემები, ნამდვილად არ აქვთ. 

შეგახსენებთ, რომ ალენ დელონს მიღებული აქვს პრიზი, საუკეთესო მამაკაცის როლის შესრულებისთვის, ფილმში "ჩვენი ისტორია", სადაც მსახიობი, "ცეზარის" როლს ასრულებს. მსახიობმა მაყურებლის სიყვარული დაიმსახურა , მისი ცნობილი ფილმებიდან "როკო და მისი ძმები", " ლეოპარდი', "თაკარა მზე" და სხვები.  

ალენ დელონი - ფრანგი მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი და სცენარისტი, გარდა ამისა იგი არის კოლექციონერი, გატაცებულია დოღით, ორგანიზატორია კრივის ჩემპიონატის. 1999 წლიდან ორმაგი მოქალაქეობა აქვს: საფრანგეთის და შვეიცარიის. ალენ დელონი კინემატოგრაფიის ისტორიაში შევიდა როგორც ლამაზი, მეამბოხე, ენიგმატური და ფატალური მამაკაცი.

2003 წელს  კლაუდია კარდინალე მას მარაკესის საერტაშორისო ფილმების ფესტივალზე „ოქროს ვარსკვლავს“ გადასცემს, ორი წლის შემდეგ კი ჯაკ სირაკი საპატიო ლეგიონის ორდენს მიანიჭებს.

მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის. 1999 წელს ჟურნალ „FORBEES“-ის გამოკითხვით საუკუნის მამაკაცად აღიარეს.

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე