ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარ სამოქმედო გეგმას განიხილავს

19:22 07-24-2017
194

ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ ამერიკის ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარ სამოქმედო გეგმას კენჭისყრიდან მეორე დღეს განიხილავს. კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დოკუმენტი რუსეთისა და ირანისთვის სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით, ხვალ უნდა მიიღოს, ევროკომისია კი საპასუხო ზომებზე სამსჯელოდ ოთხშაბათს შეიკრიბება.

ბრიუსელში შიშობენ, რომ მოსკოვის წინააღმდეგ ვაშინგტონის ახალმა სანქციებმა შესაძლოა ევროპის ენერგოკომპანიები დააზარალოს, რომლებსაც რუსეთთან საქმიანი კავშირი კანონიერად აქვთ. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე