ბათუმში ჩასატარებელ მარშთან დაკავშირებით, უწმინდესთან საუბარი არ გვქონია - მორგოშია

20:19 07-24-2017
97

"ქართველთა მარშის" ერთ-ერთი ორგანიზატორის, კოკა მორგოშიას თქმით, ბათუმში ჩასატარებელი მარში ჩატარდება. 

"ბათუმში ჩასატარებელ მარშთან დაკავშირებით, უწმინდესთან საუბარი არ გვქონია. 10 000 კაცი ჩავატარეთ და კენჭიც არ გვისვრია. უცხოელებიც იყვნენ. არცერთი ექსცესი არ ყოფილა, იგივე იქნება ბათუმშიც. ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე ყველაზე მეტადააა თავმოყრილი ისეთი ადგილები, როგორიც აღმაშენებელზე. იქ მიდის ლოცვა, ამის წინააღმდეგი კი არ ვარ, მაგრამ  ყველაზე აგრესიულად გამოხატავენ იქაური დასაქმებული ხალხი", - განაცხადა მორგოშიამ. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე