აფგან მუხთარლის მეუღლე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

10:11 07-25-2017
120

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა დღეს, მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. 

ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, აქამდე განვითარებული მოვლენების ფონზე, ძალიან მცირეა შანსი და იმედი, რომ გამოძიება სრულყოფილად ჩატარდება, თუმცა ადვოკატი იმედოვნებს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და გამოძიება ობიექტურად წარიმართება.

ლეილა მუსტაფაევა დღეს, მთავარ პროკურატურაში დღეს, 11:00 საათზე დაბარებული.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს მთავარ პროკურატურას 20 ივლისს გადაეცა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) მიმდინარეობს.