დღეს, საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების საკომიტეტო განხილვა იწყება. დეპუტატებს მოტივირებულ შენიშვნებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე გააცნობს.
კანონმდებლები „თვითმმართველობის კოდექსსა“ და „საარჩევნო კოდექსებზე“ წარდგენილ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტის თვითმმართველობისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომაზე მოისმენენ.
საკომიტეტო მოსმენების შემდეგ ჩატარდება საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც გაირკვევა დაძლევს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო ორ კანონპროექტს დაადო, ,,თვითმმართველობის კოდექსში" შესატან ცვლილებებს და საარჩევნო კოდექსის კონკრეტულ მუხლებს., როგორც ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა პრეზიდენტის შენიშვნები ორ ძირითად საკითხს ეხება: პირველი - 7 თვითმმართველ ქალაქს თვითმმართველის სტატუსი არ უნდა გაუუქმდეს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების პირდაპირი წესით არჩევა არ უნდა შეიცვალოს.
"