შრომის ინსპექტორები დიდ დიღომში იმ მშენებლობაზე მივიდნენ, საიდანაც მამაკაცი გადმოვარდა

11:12 07-25-2017
235

შრომის ინსპექცია დიდ დიღომში მშენებლობიდან ახალგაზრდა მამაკაცის გადმოვარდის ფაქტზე მოკვლევას აწარმოებს. ინსპექტორები უკვე მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. 
მოკვლევის შედეგად პირველადი ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

„ჩვენი ჯგუფი გასულია შემთხვევის ადგილზე. შეისწავლიან, რა იყო შემთხვევის მიზეზი და შესაბამისად, გვექნება დასკვნა. დღის განმავლობაში გვეცოდინება პირველადი მოკვლევის შედეგები, თუმცა ცხადია, ასეთ შემთხვევაში პარალელურად ჩართულები არიან საგამოძიებო ორგანოები და მათთან ვთანამშრომლობთ“, - განაცხადა ჯგერენაიამ.

დიდ დიღომში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.