ცნობილი ქართველი ავტორიტეტის, ანდრო თოფურიას, გარდაცვალების შემდეგ ქეთა თოფურია გასულ კვირას პირველად გამოჩნდა საზოგადოების წინაშე. „Муз-ТВ“-ის მხიარულ „ტუსოვკაზე“, ქეთა თავის „ბოიფრენდთან“ ლევ გეიხმანთან და მის მეგობართან ერთად მივიდა და მოკრძალებულ ადგილას, ერთ-ერთ მაგიდასთან დაჯდა.
გასაოცარი აქ არც არაფერია, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ მოსკოვში „გაფეისებულმა“ ქართველმა ვარსკვლავმა კლუბში, არც მეტი, არც ნაკლები, ჩანთიდან 7 – ათასდოლარიანი ქლიბი ამოიღო და ფრჩხილების გაკეთება დაიწყო.
„Кети поставила в своем образе окончательную точку“– აი ასე ახსნა რუსულმა პრესამ თოფურიას საქციელი. ისიც აღინიშნა, რომ ქეთა, „ტუსოვკაზე“ მხოლოდ „Муз-ТВ“-ის პატივისცემის ნიშნად მივიდა, რადგან ამ ტელევიზიას „A“-სტუდიოს პოპულარიზაციაში დიდი წვლილი მიუძღვის.
მომღერალის უხასიათობაც შენიშნეს, ითქვა, რომ ქეთა ადამიანებთან კონტაქტს გაურბოდა და მხოლოდ შეყვარებულის, ირაკლი ფირცხალავას და დიანა ღურწკაიას გარემოცაში იყო.
წყარო: გაზეთი "პრაიმტაიმი" N42(84)-ის არქივიდან 2010 წ.