ლადო ჭანტურია სტრასბურგში მოსამართლეობის შესაფერის კანდიდატად მიიჩნიეს

12:50 07-25-2017
134

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ლადო ჭანტურია სტრასბურგში მოსამართლეობის შესაფერის კანდიდატად მიიჩნიეს. როგორც მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისად, ჭანტურია კონკურსს წარმატებით აგრძელებს.

მისი თქმით, კომპეტენციის კარგი მაჩვენებლები აქვთ დანარჩენ ორ კანდიდატს - სოფიო ჯაფარიძესა და შოთა გეწაძეს.

"დასკვნაში პირდაპირ არის ხაზი გასმული შოთა გეწაძის ახალგაზრდა ასაკზე, აქედან გამომდინარე, შედარებით ხანმოკლე კარიერაზე, ხოლო სოფიო ჯაფარიძესთან დაkავშირებით, ნათქვამია, რომ მიუხედავად მისი კარგი ცოდნისა ადამიანის უფლებების სფეროში, ამ ეტაპზე მისი პროფესიული გამოცდილების მასშტაბი საკმარისად მაღალი და ხანგრძლივი არ არის", - განაცხადა წულუკიანმა. ახალი კანდიდატების შესარჩევად, დღეს ქვეყნის შიგნით კონკურსი გამოცხადდება.