ე.წ ციანიდის საქმის ერთ-ერთი პროკურორი ზვიად გუბელაძე აცხადებს, რომ მოწმე ტარას შავშიშვილი აკეთებდა ბრალდებულისთვის სასარგებლო ინფორმაციის ტირაჟირებას. მისვე თქმით, ტარას შავშიშვილი არის დაინტერესებული პირი და სასამართლოზეც არ დამალა, რომ გული შესტკივა მამალაძეზე და სურს, რომ გამართლდეს ის.
'' თუმცა ასეთმა მოწმემაც ვერ დამალა, რომ შორენა თეთრუაშვილს და დეკანოზ გიორგი მამალაძეს ჰქონდათ არასახარბიელო ურთიერთობა. დაპირისპირებულნი იყვნენ ერთმანეთთან. ბრალდებული თავად არ მალავს, რომ ცეცხლსასროლ იარაღს ინახავდა სახლში, თუმცა მოწმემ განმარტა, რომ ბრალდებულს არ აქვს არანაირი ინტერესი ცეცხლსასროლი იარაღის მიმართ და არ იცის საიდან მოიტანა ბრალდების მხარემ, რომ ის იარაღს ინახავდა. კიდევ ერთხელ წარმოჩინდა, რო მოწმე ტარას შავშიშვილი არის დაინტერესებული პირი და ცდილობს გამართლდეს ბრალდებული'', - განაცხადა პროკურორმა.
როგორც მან აღნიშნა სტატიებთან დაკავშირებით ტარას შავშიშვილმა იცრუა, რადგან სწორედ მისი შეკვეთით არის გამოქვეყნებული წყალი ''სნოს'' შესახებ დაწერილი სტატია.
''აღნიშნული მოწმე არ არის გულწრფელი და არ მოგვაწოდა დეტალური ინფორმაცია, რა გადასცა კონსპირაციულ ვითარებაში გიორგი მამალაძეს. რეალურად ფაქტი ის არის, რომ კონსპირაციულად შეხვდნენ ერთმანეთს მხოლოდ ერთი ერთზე ღამის 12 საათზე'',- აღნიშნა პროკურორმა.