"დეკანოზს ჰქონდა გარკვეული ეჭვები, რამეს ხომ არ ''უჩალიჩებდა'' მას შორენა თეთრუაშვილი''   

14:16 07-25-2017
201

როგორც ჩანს დეკანოზს ჰქონდა გარკვეული ეჭვები იმასთან დაკავშირებით ხომ არაფერს უჩალიჩებდა შორენა თეთრუაშვილი - ამის შესახებ ე.წ ციანიდის საქმის ერთ-ერთმა ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა მოწმე ტარას შავშიშვილის ჩვენების საფუძველზე განაცხადა. 

"მოწმემ დაადასტურა რომ დეკანოზი შორენა თეთრუაშვილს არ ეკონტაქტებოდა, არ ესაუბრებოდა და ახდენდა მის იგნორირებას გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც ტარას შავშიშვილმა დაადასტურა იყო ის თუ როგორ უთხრა მას გიორგი მამალაძემ "შორენა, ხომ არაფერს მიჩალიჩებსო", რადგან უცნაური თხოვნა ჰქონდა მასთან, რომელიც არ გამომდინარეობდა სასულიერო პირის მდგომარეობიდან და მისი შესაძლებლობებიდან - განაცხადა ადვოკატმა. 

პაატა მეხრიშვილის თქმით, მოწმემ არ დაადასტურა თუ რა თხოვნაზეა საუბარი. 

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ციანიდის საქმის განხილვა მიმდინარეობს. მალე, საქმის ერთ-ერთი მოწმის სოსო ოხანაშვილის დაკითხვა დაიწყება.