პრეზიდენტის პრეს-სპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აქტივისტები, რომლებიც საოკუპაციო ზონაში სამოქალაქო პატრულირებას აწარმოებენ, ფრთხილად უნდა იყვნენ.
"პირველ რიგში გვინდა გამოვეხმაუროთ საზოგადოების წევრებს, რომლებიც ამ წუთებში საოკუპაციო ზონაში სამოქალაქო პატრულირებას აწარმოებენ. პრეზიდენტის აზრით, დღეს საოკუპაციო ზოლთან მდგარი ადამიანები საკუთარი ქმედებით ქართველი ხალხის სიმტკიცეს და ოკუპაციის მიმართ შეურიგებლობას გამოხატავენ. ეს სულისკვეთება საბოლოოდ ჩვენს ქვეყანას აუცილებლად მიიყვანს გამარჯვებამდე. ამასთანავე, პრეზიდენტი სამოქალაქო აქტივისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს; არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მავთულხლართების მეორე მხარეს დგას ის ძალა, რომელიც მუდმივად ეძებს და აწყობს პროვოკაციებს.
მოგეხსენებათ, უკანასკნელ პერიოდში კვლავ გააქტიურდა საოკუპაციო ზოლის გადმოწევის ფაქტები; აღიმართა ე.წ. ბანერები; ორიოდედღის წინ ოკუპანტებმა მორიგი ხნული გაავლეს სოფელ ყარაფილასთან და ეს ყოველივე ხდება რუსეთის სამხედრო წვრთნების ფონზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს.
აღნიშნული ფაქტი, კიდევ უფრო მეტად ამწვავებს ვითარებას და წარმოადგენს არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის, არამედსახელმწიფოთა ურთიერთობების ყოველგვარი ცივილური პრინციპების უგულვებელყოფას. ეს ყოველივე მიუთითებს, რომ საერთაშორისოთანამეგობრობის რეაქცია, კვალავაც არ არის საკმარისი რუსეთის მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად და ამ მიმართულებით ძალისხმევისგაძლიერება მნიშვნელოვანია", - განაცხადა მიშველაძემ.