პრეზიდენტის პრეს-სპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, პრეზიდენტმა დააკმაყოფილა პარლამენტის თხოვნა, 26 ივლისს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თაობაზე.
"მოგეხსენებათ, სხვა საკითხებთან ერთად, სხდომაზე დეპუტატები პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებენ. პრეზიდენტი, კიდევ ერთხელ მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანოს, გაითვალისწინოს თვითმმართველობის მნიშვნელობა,ნუ შეაფერხებენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მოუსმინონ საკუთარ მოსახლეობას", - განაცხადა მიშველაძემ.