პრეზიდენტის პრეს-სპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, პრეზიდენტი სამძიმარს უცხადებს დღეს ერთ-ერთ მშენებლობაზე დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახს.
"სამწუხაროდ, ეს არ არისპირველი შემთხვევა, როდესაც საკუთარი საქმიანობის შესრულების დროს ადამიანები იღუპებიან. პრეზიდენტს არაერთხელ აღუნიშნავს, რაოდენ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების რეგულაციების გამკაცრება და დაცვა. მსგავსი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად დამსაქმებელივალდებულია შექმნას ისეთი სამუშაო პირობები, სადაც საკუთარი თანამშრომლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული იქნება. პრეზიდენტის აზრით, დღევანდელი ტრაგიკული ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობას", - განაცხადა მიშველაძემ.