"როგორც იქნა, დავიჯერე, რომ კიდევ ერთი მშვენიერი წელი მიემატა ჩემს ასაკს..." - ენძელა მაჭავარიანი

15:25 07-25-2017
291

"ქართული ოცნების" დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი მეგობრებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე მადლობას უხდის. 

"ძვირფასო მეგობრებო, ჩემო ახლობლებო, ჩემო საყვარელო ადამიანებო! როგორც იქნა, დავიჯერე, რომ ჩემმა დაბადების დღემ ჩაიარა და კიდევ ერთი მშვენიერი წელი მიემატა ჩემს ასაკს. მადლობას გიხდით გულთბილი, ლამაზი მოლოცვებისთვის, კეთილი სურვილებისთვის, იმისთვის, რომ გაისარჯეთ და მართლაც დიდებული, ლამაზი დღე მაჩუქეთ. მადლობა უფალს, რომ არსებობთ და ამქვეყნად ყოფნას მილამაზებთ! ვეცადე, ყველასთვის პირადად მომეწერა, და მაინც, ვინმე რომ არ გამომრჩეს, ვფიქრობ, მაინც უნდა დავწერო და შევთხოვო უფალს, მუდამ კარგად, ბედნიერად მყავდეთ, ეს ქვეყანა თქვენით არის რაც არის და დედამიწასაც თქვენი სიყვარული ატრიალებს! ძალიან, ძალიან მიყვარხართ!", - წერს მაჭავარიანი.