ლეილა მუსტაფაევას ხუთსაათიანი დაკითხვა დასრულდა

16:36 07-25-2017
103

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევას ხუთსაათიანი დაკითხვა მთავარ პროკურატურაში დასრულდა. ლეილა მუსტაფაევამ გამომძიებლებს მუხთარლის გაუჩინარებასთან დაკავშირებით მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა. 

მუსტაფაევამ გამოძიებისგან ასევე მოითხოვა იმ ხუთი საეჭვო პიროვნების იდენტიფიცირება, რომლის ფოტოებიც საქმეში არსებობს. ამასთან, მუსტაფაევა მოითხოვს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ არის წაშლილი ის ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც მუხთარლის გადაადგილება იყო ასახული.

აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის აზერბაიჯანში დააკავეს. მას ბაქოს საქალაქო სასამართლომ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა, პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.

საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე