პატრიარქს სურდა გიორგი მამალაძის თავდებში ჩადგომა, მაგრამ მეუფე იაკობმა და სხვებმა გადააფიქრებინეს - ე.წ. ციანიდის საქმის მოწმე

17:07 07-25-2017
371

მოწმემ დაადასტურა რომ პატრიარქს ჰქონდა სურვილი ეშუამდგომლა სახელმწიფოსთან გიორგი მამალაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მაგრამ გარკვეულმა სასულიერო პირებმა გადააფიქრებინეს - ამის შესახებ ე.წ ციანიდის საქმის ერთ-ერთმა ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა სოსო ოხონაშვილის დაკითხვის შემდეგ განაცხადა. 

პაატა მეხრიშვილი ამბობს, რომ პატრიარქს მეუფე იაკობმა და სხვა მეუფეებმა, უთხრეს რომ თავად გიორგი მამალაძისთვის უკეთესი იქნებოდა ციხეში ყოფილიყო,რადგან გარეთ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრებოდა.

"მოწმემ თქვა, რომ პატრიარქი დაარწმუნეს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე უკეთესი იქნებოდა გიორგი მამალაძე ციხეში მჯდარიყო გამოძიების მიმდინარეობის და საქმის განხილვის დროს. ამის შემდეგ შეიცვალა პატრიარქმა პოზიცია და აღარც ციხეში შესულა. ეს ოხანაშვილმა დაადასტურა'',- განაცხადა მეხრიშვილმა.