შორენა თეთრუაშვილს კიბოს მეტასტაზს ადარებდნენ, რომელიც საპატრიარქოდან იყო მოსაშორებელი - პროკურორი

17:34 07-25-2017
455

მოწმემ უნებლიედ დაადასტურა, რომ იმართებოდა შეხვედრები, სადაც კონსპირაციულად სოსო ოხანაშვილი, ბრალდებული გიორგი მამალაძე და ტარას შავშიშვილი განიხილავდნენ შორენა თეთრუაშვილის ჩამოშორების საკითხს - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებს სოსო ოხანაშვილის დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მოწმემ დაადასტურა, რომ ისინი ყველანაირად ცდილობდნენ შორენა თეთრუაშვილის ჩამოშორებას, მაგრამ რადგან არაფერი გამოუვიდათ, ამის შემდეგ გადაწყვიტა გიორგი მამალაძემ მიემართა ამ უკანასკნელი ზომისთვის.

''ეს ადამიანები შორენა თეთრუაშვილს ადარებდნენ კიბოს მეტასტაზს, რომელიც იყო მოსაშორებელი. როდესაც მიზანს ვერ მიაღწია ბრალდებულმა, მან აირჩია რადიკალური მეთოდი და დაიწყო მზადება შორენა თეთრუაშვილის მკვლელობისთვის'',- განაცხადა პროკურორმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ ციანიდის საქმეზე სოსო ოხანაშვილის დაკითხვა დასრულდა.