დადგება თუ არა სოსო ოხანადვილის პასუძისმგებლობის საკითხი ე.წ. ციანიდის საქმეზე, ჯერ უცნობია. როგორც პროკურორმა ოხანაშვილია დაკითხვის შემდეგ განაცხადა, არაერთი ვერსიის გადამოწმება გრძლედება, რა დადგინდება და გამოიკვეთება საბოლოოდ, გამოძიების მსვლელობა გვიჩვენებს.
''კვლავ ვინარჩუნებთ იმედს, რომ ადრე თუ გვიან ბრალდებულს სიმართლის თქმა მოუწევს. მოუწევს თანამშრომლობა. არა ისეთი თვალყმაქცური, როგორც აქამდე აკეთებდა. არამედ, რეალურად სიმართლის თქმა მოუწევს და ამას ამომწურავი პასუხი გაეცემა'', - განაცხადა პროკურირმა კითხვაზე, სოსო ოხანაშვილის პასუხისმგებლიბის საკუთხი დადგება თუ არა, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ საქმეში სხვა პირთა პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს რა თქმა უნდა, თუ ბრალდება საკმარის მტკიცებულებით სტანდარტს შეკრებს.
''ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება, სხვა პირთა პასუხიამგებლობა არ დგას. რა იქნება მომავალში ვერ გეტყვით'', - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
შეგახსენებთ, რომ სოსო ოხანაშვილი პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსია, რომელიც ამ საქმესთან მიმაღთრბაში ხმამაღალი განცხადებებით გამოირჩეოდა. მან საქართველო რამდენიმე თვის წინ დატოვა, დღეს კი მისი დაკითხვა სკაიპის მეშვეობით მოხერხდა.