დეპუტატის თქმით, ევროსასამართლოზე წარდგენილი კანდიდატები სტრასბურგის მოწონებას დაიმსახურებენ

17:44 07-25-2017
113

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ ლადო ჭანტურიას მაღალი პროფესიონალიზმით და პიროვნული უნარ-ჩვევებით ღირსეული ადგილი უკავია ქვეყნის აღმშენებლობის რთულ და პრინციპულ ბრძოლაში.

“ლადო ჭანტურიამ, მისი სამეცნიერო, სასამართლო და დიპლომატიური მოღვაწეობის განმავლობაში არაერთხელ დაუმტკიცა საზოგადოებას, მათ შორის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ მაღალი პროფესიონალიზმით და შესაბამისი, განსაკუთრებული პიროვნული უნარ-ჩვევებით ღირსეული ადგილი ეკავა და ამჟამადაც უკავია ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის მეტად რთულ და პრინციპულ ბრძოლაში. გამონაკლისს არც მისი ევრო მოსამართლედ არჩევის პროცესში ამჟამად მიღწეული წარმატება წარმოადგენს.

რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, 2009 წლიდან საერთო ევროპული მართმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოს მიერ კანდიდატთა შერჩევის პროცედურის გამკაცრების გამო, წარდგენილი, ასევე უაღრესად ღირსეული კანდიდატების ნაცვლად ჩვენი სახელმწიფო შეარჩევს და ევროსასამართლოს წარუდგენს კანდიდატებს, რომლებიც ფორმალური კომპონენტებითაც დაიმსახურებენ სტრასბურგის მოწონებას“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.