(Exclusive) იმდენი ხანი ვიყავით გაჩერებულები გვირაბში, გოგო ცუდად გახდა, გული წაუვიდა - მგზავრი

19:32 07-25-2017
1200

"პრაიმტაიმთან" საუბარში მეტროთი მოსარგებლე ერთ-ერთმა მგზავრმა აღნიშნა, რომ დაახლოებით ორი საათის წინ მეტროს ვაგონი, რომელიც საბურთალოს ხაზზე მოძრაობდა, სანამ ერთი სადგურიდან მეორემდე მივიდოდა, გზაში დაახლოებით, სამჯერ გაჩერდა.

მგზავრის თქმით, ბოლო გაჩერება გვირაბში მოხდა, ხანგრძლივობა კი იმხელა იყო, რომ მგზავრები პანიკამ მოიცვა, ერთ-ერთ მგზავრ გოგოს კი შიშისგან გულისრევა დაეწყო და ბოლოს გული წაუვიდა.

"პრაიმტაიმი" თბილისის მეტროპოლიტენს დაუკავშირდა, სადაც მატარებლის გაჩერების ფაქტი დაადასტურეს, თუმცა ასეთი ხანგრძლივობა - არა.

"მატარებელი სულ ორი სამი წუთით შეჩერდა, მაგრამ მემანქანემ თავად შეძლო გამკლავებოდა სიტუაციას და მალევე გააგრძელა სვლა. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მგზავრებისთვის დისკომფორტი არ შეგვექმნა", - აღნიშნეს მეტროპოლიტენში. 

 

ფოტო: ალექსანდრე სხულუხია

ავტორი: ლილუ მიროტაძე