,,პროკურატურა და შორენას მიმდევრები აბსოლუტური მიზანდასახულობით ცდილობენ გამოკვეთოს ის პიროვნებები, ვინც იცავს მამა გიორგი მამალაძის უდანაშაულობას", - ამის შესახებ მამა ანდრია სარიამ ტოკ-შოუ ,,არჩევანში" განაცხადა.
მამა ანდრიას თქმით, ე.წ. ციანიდის საქმის ბრალდების მხარე შორენა თეთრუაშვილთან თანამშრომლობს.
,,დაკითხვის შემდეგ მეუფე პეტრემ გვითხრა, პროკურატურის მხრიდან ისეთი კითხვები დაისვა, მეგონა შორენა თეთრუაშვილი მისვამდა კითხვებსო. ვინც მამა გიორგის იცავს ცინიკურად ეპყრობიან, ვისაც მამა გიორგისადმი ფაქტები მოჰყავს, აბსურდულს უწოდებენ და პირდაპირი განადგურებისკენ მოწოდებებიცაა, მათ შორისაა მეუფე პეტრეც", - განაცხადა მამა ანდრია სარიამ.
მამა ანდრიას თქმით, დეკანოზნის წერილით არ დაინტერესებულან.
,,ეს პროკურორები დაინტერესებულები არიან არა საქმის დეტალებით, არამედ დაინტერესებულები არიან მალე გაასამართლონ მამა გიორგი და ის ადამიანები მალე გააჩუმონ, ვინც მამა გიორგის იცავს", - აცხადებს მამა ანდრია სალიას.