ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტრო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილს შეხვდა. პატრიარქმა კირილმა დე ფაქტო პრეზიდენტთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ ანატოლი ბიბილოვის შრომა ამ თანამდებობაზე საზოგადოების კონსოლიდაციას ხელს შეუწყობს. მან სურვილი გამოთქვა, განიხილონ რელიგიურ სფეროსთან დაკავშირებული საკითხები და მოესმინა ბიბოლოვის აზრი ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებაზე.
შეხვედრაზე, ბიბილოვამა და პატრიარქმა კირილემ ცხინვალში რუსული მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობაზე ისაუბრეს.
,,პატრიარქთან ჩვენ განვიხილეთ საკითხი, რომელ ეკლესიაში შეიძლება იარონ რუსეთის იმ მოქალაქეებმა, რომლებიც სამხრეთ ოსეთში ცხოვრობენ. სპეციალურად მათთვის ცხინვალში ეკლესია შენდება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება თანამშრომლობა სამხრეთ ოსეთის, რუსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის სასულიერო პირებთან ყველა მართმადიდებელი უნდა ურთიერთობდეს და ეხმარებოდეს ერთმანეთს", -აცხადებს ბიბილოვი.
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქოს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მიერ ოკუპირებული ცხინვალის მმართველი რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის მიღებასთან დაკავშირებით, კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.