"ჩვენს პოლიტიკაში მრავლად არიან პროფესიონალი ბუზღუნები"

15:29 07-26-2017
85

ჩვენს პოლიტიკაში მრავლად არიან პროფესიონალი ბუზღუნები - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა გაბუნიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს ადამიანები პროფესიონალურად გამოთქვამენ ყველაფერზე უკმაყოფილებას. 

ეს ადამიანები უმრავლესობას ელაპარაკებიან თვითმმართველობის განვითარებაზე. ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების მოსვლიდან 7 წლის გამავლობაში მხოლოდ ერთ ქალაქში გახადეს შესაძლებელი მერის პირდაპირი წესით არჩევა.  მინდა შეგახსენოთ, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან მეორე წელსვე დავიწყეთ თვითმმართველობის ფუნდამენტური რეფორმა",- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისთვის სასაცილოა, რომ აბსოლუტურად გაუგებარი არგუმენტებით ედრება ოპოზიცია ხელისუფლებას.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა თვითმმართველობსი შესახებ კანონში შესატან ცვლილებეს ვეტო დაადო. პარლამენტში სწორედ ამ მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს.

ავტორი: