"ჩემი გვარი კაკულია არაა, მაგრამ გიწინასწარმეტყველებთ, რომ ხალხი გაგაქრობთ"

15:37 07-26-2017
1802

”ევროპული საქართველოს” დეპუტატი ლელა ქებურია ფიქრობს, რომ თუ საპარლამენტო უმრავლესობა თვლის, რომ თუ მოსახლეობის ნდობა მის მიმართ მაღალი არ არის, იმ შემთხვევაში მისი აზრის გათვალისწინებას არ აპირებს, ქართველი ხალხი მას უახლოეს მომავალში გააქრობს.

ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შესახებ და თანმდევ კანონპროექტთა პაკეტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს საკითხზე მსჯელობენ. ასევე განხილვის საგანია პრეზიდენტის ვეტო ”საარჩევნო კოდექში” ცვლილებების პროექტზე, რომლითაც საკრებულოებში მაჟორიტართა რაოდენობა იზრდება. 

"თქვენ აბსოლუტურად უარი თქვით მოსახლეობის მონაწილეობაზე ნებისმიერ შემთხვევაში. თქვენი ლოგიკით თუ წავალთ, მოსახლეობის ნდობა თუ არ არის თქვენს მიმართ მაღალი, უნდა გავაქროთ მოსახლეობა, რომელიც უნდა მიიღოს მონაწილეობა თავის თვითთმართველობაში. ამ ლოგიკას თუ გავყვებით მეგობრებო, დღეს გამოქვეყნდა NDI-ს კვლევები, რომლის მიხედვიტაც, მოსახლეობის მდგოამრეობა 50%-ის აზრით საერთოდ არ შეცვლილა, ამ ლოგიკით, უნდა გავაქროთ არსებული მთავრობა, საპარლამენტო უმრავლესობა, და ამ ლოგიკაში მე თქვენ გეთანხმებით. რაც არ უნდა ეცადოთ, ხალხის გაქრობა თქვენ არ შეგიძლიათ, მეგობრებო. სამაგიეროდ, ხალხს, ყოველგვარი ხელოვნურობის გარეშე, კონსტიტუციურად შეუძლია თქვენი გაქრობა. მე ლელა მქვია, ჩემი გვარი ნამდვილად არ არის კაკულია, მაგრამ არ არის საჭირო წინასწარმეტყველური ნიჭი იმისათვის, რომ გიწინასწარმეტყველოთ, თქვენ საქართველოს მოსახლეობა უახლოეს მომავალში ნამდვილად გაგაქრობთ", - მიმართა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობას.

ავტორი: ლილუ მიროტაძე