რომან გოცირიძე: თქვენ ხართ მარტო და მარტო იღებთ იმ ცვლილებებს, რომელსაც ზურგი აქცია ყველამ

15:43 07-26-2017
117

,,ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან  გოცირიძის განცხადებით, მმართველი გუნდი თვითმმართველობის და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებით ცდილობს, გავლენა მოახდინოს მომავალი ხელისუფლების ფორმირებაზე. 

ამის შესახებ რომან გოცირიძემ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვის დროს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. 

,,თქვენ გინდათ გავლენა მოახდინოთ მომავალი ხელისუფლების ფორმირების პროცესზე. თქვენ გინდათ ხალხს ჩამოართვათ ხელისუფლების ფორმირების პროცესში მონაწილეობის უფლება და ხალხი გარიყოთ ყველა იმ პროცედურიდან, რაშიც ხალხი მონაწილეობს. საქართველოში არჩევნების შედეგად ხალხის მიერ ძალაუფლების ფორმირების პროცესზე პირდაპირ ზემოქმედებას ახდენთ. ეს პროცესი შეიძლება შევაფასოთ, როგორც საქართველოში არსებული ჯანსაღი პოლიტიკური ძალებისა და ორგანიზაციების, პრეზიდენტისა და ყველა იმ ინსტიტუტების ერთობლივი კონსოლიდირებული პროტესტი ერთადერთი მმართველი პარტიის წინააღმდეგ. თქვენ ხართ მარტო და მარტო იღებთ იმ ცვლილებებს, რომელსაც ზურგი აქცია ყველამ და პირველ რიგში, ზურგი აქცია ქართველმა ხალხმა", - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ, ორ საკანონდებლო ცვლილებაზე: თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსსში შესატან ცვლილებებზე.