როცა კონტრ არგუმენტებს ვერ ისმენ, ეს გაძლევს ცალსახა დასკვნის გამოტანის საშუალებას - ირაკლი კობახიძე

16:51 07-26-2017
143

დღეს ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან და ვერც ოპოზიციის მხრიდან  პოლიტიკური შეფასებების გარდა ვერაფერი - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ვერც რაიმე ექსპერტული არგუმენტი ან დასკვნა და ვერც კონტრარგუმენტები მოისმინა.

"ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ის ცვლილებები, რომელიც ხორციელდება არის დაფუძნებული არგუმენტებზე და ემსახურება საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის სიტემის გაძლიერებას. როცა არგუმენტებზე კონტრ არგუმენტებს ვერ ისმენ, ბუნებრივია ეს გაძლევს ძალიან ცალსახა დასკვნის გამოტანის საშუალებას. ერთადერთი "არგუმენტი" არის ის, რომ 76 ჯობს 69-ს. ამის მეტი არგუმენტი ჩვენ ვერ მოვისმინეთ, თუ შეიძლება, რომ ამას არგუმენტი ეწოდოს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებას მთელი სითამამით შეუძლია ისაუბროს იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატია საფრთხე არ ემუქრება და ეს ცვლილებები ემსახურება ქვეყანაშ დემოკრატიის გაძლიერებას.

ავტორი: