საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია.
"შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე 20 სახანძრო სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. შეტყობინების მიღებისთანავა ადგილზე ოპერატიულად 6 სახანძრო სამამშველო ჯგუფი გაემართა. დამწვარი არის დაახლოებით 40 კვადრატული მეტრის ფართობი. ეს არის საწყობის შენობა" - ამის შესახებ "პრაიმტაიმს" საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურმა განუცხადა.
შეგახსნებთ, რომ ხანძრის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.