"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის თქმით, სავარაუდოდ გამოსულია მწყობრიდან სამონტაჟოების ერთი ნაწილი. მისი განცხადებით, სტუდიებში ძლიერი დაკვამლიანებაა. ნოადრ მელაძის თქმით, ხანძარი საკმაოდ დიდი იყო და არსებობდა რისკი, რომ "კურიერის" კამერები დამწვარიყო, თუმცა თანამშრომლებმა მოახერხეს ტექნიკა უსაფრთხო ადგილას გადაეტანათ. ნოდარ მელაძის თქმით, ხანძრის მიზეზი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე 20 სახანძრო სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ,,რუსთავი 2"-ის მაუწყებლობა რამდენიმე წუთის განმავლობაში გათიშული იყო, ამ დროისთვის მაუწყებლობა აღდგა.