ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობაში ხანძრის გაჩენის ფაქტთან მიმართებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც "პრაიმტაიმს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე 6 სახანძრო სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ,,რუსთავი 2"-ის მაუწყებლობა რამდენიმე წუთის განმავლობაში გათიშული იყო, ამ დროისთვის მაუწყებლობა აღდგა.