ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ეჭვი მიჩნდება, რადგან ცეცხლი გაჩნდა ტელეკომპანიის იმ ნაწილში, რომელიც ყველაზე ადვილად აალებადია, - ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ყოფილმა მოადგილემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
"ზუსტად იმ ადგილას გაჩნდა ხანძარი, რომელიც ყველაზე ადვილად აალებადია და ზუსტად ამ ადგილას გაჩნდა ხანძარი, რაც ჩემში კითხვებს ბადებს, მაგრამ დასკვნებისგან თავს შევიკავებ. ფაქტია, რომ "რუსთავი 2" გადარჩენილია. სათვალთვალო კამერები ადგილზე დამონტაჟებული იყო, თუმცა დაზიანებულია და არ ვიცი, არსებობს თუ არა ჩანაწერები, რადგან მე ახლა არ მაქვს წვდომა. რაც შეეხება გამოძიების ნდობას, წინასწარ ვერ გეტყვით. ბოლო პერიოდში გაჩენილი ხანძრების ტენდენციებს თუ გავითვალისწინებთ, ჩვენ არც ერთ ხანძარზე არანაირი დასკვნა არ მიგვიღია. ნაკლებად სავარაუოდა, რომ რაიმე მოლოდინი მქონდეს რუსთავი 2-ში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით", - განაცხადა უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე 6 სახანძრო სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ,,რუსთავი 2"-ის მაუწყებლობა რამდენიმე წუთის განმავლობაში გათიშული იყო, ამ დროისთვის მაუწყებლობა აღდგა. რუსთავი 2“-ის შენობაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო.