82% მიიჩნევს, რომ მუხტარლის გატაცებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რადგან ადამიანის უფლებების დაცვა ავალია - NDI

11:24 07-27-2017
127

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 72 პროცენტს სმენია, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი ორი თვის წინ თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და ამჟამად აზერბაიჯანის ციხეში იმყოფება.

ამათგან მხოლოდ 14 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ეკისრება მომხდარზე პასუხისმგებლობა. მათგან ვისაც სმენია ამის შესახებ, 78 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მომხდართან დაკავშირებით, რადგან ვერ უზრუნველყო გატაცების შეჩერება, ხოლო 82 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება, რადგან მას ადამიანის უფლებების დაცვა ავალია. 

გამოკითხულთა 56% მიიჩნევს, რომ აფგან მუხტარლის გატაცება ადამიანის უფლებებსა და მედიის თავისუფლებაზე რეგიონში,  15%-ის აზრით კი აფგან მუხტარლის საქმე არანაირ გავლენას არ მოახდენს.