სტამბოლში, ათა-თურქის აეროპორტში ავიაკომპანია Turkish Airlines-ის თვითმფრინავი ყაზახურ ლაინერს დაეჯახა. მედიის ცნობით, ყაზახური ავიაკომპანია Scat-ის თვითმფრინავსა და თურქულ ლაინერს შორის შეჯახება ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე მოხდა.
შედეგად Turkish Airlines-ის თვითმფრინავი დაზიანდა. ამის გამო რეისი გადაიდო და 286 მგზავრი სხვა თვითმფრინავში გადაიყვანეს.