პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე აქცია-პერფომანსი გამართა. წულაიამ აღნიშნულ ქუჩაზე წყლის ქცევა გააპროტესტა და სიმბოლურად, წყალს ფული გაატანა.
ინფორმაციას ამის შესახებ topnews ავრცელებს.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ქუთაისის მოსახლეობისათვის მისაწოდებელი წყლის 60 პროცენტი ქუჩაში იღვრება.
"მე ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ ეს მილები კიბოს იწვევს და საშიშია მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის. გარდა იმისა, რომ ჩვენი ფული მაქვს წყალს, გვწამლავენ. ამიტომ მივმართავ პროკურატურას, გამოიძიონ და იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ვინც თურქულ კომპანიას ქუთაისში სამუშაოების ჩატარების უფლება მისცა. ქუთაისი გადააქციეს დაბომბილ ქალაქად," - ამბობს წულაია.