უბერებელი „ურიელ აკოსტა“, გენიოსებთან ჭიდილში დამარცხებული დრო და... ივდითები, ურიელები...

17:38 07-27-2017
317

 „პრაიმტაიმის“ გამოკითხ­ვაში კოტე მარჯანიშვილის დადგმული კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა“ მეოცე საუკ­უნის საუკეთესო ქართულ სპ­ექტაკლად დაასახელა 20-დან 18-მა გამოკითხულმა, მათგან 5-მა პირველ პოზიციაზე და დაგროვილი 291 ქულით „ურ­იელ აკოსტამ“ მეორე ადგილი დაიკავა მეოცეს ოცეულში.

რელიგიური დოგმების წინააღ­მდეგ ამხედრებული ფილოსოფო­სი ურეილ აკოსტა. რაბინებისგან დაწყევლილი ურიელ აკოსტას ტრაგიკული სი­ყვარულის ისტორია...

ამ ტრაგიკულ ისტორიას აგერ 82-ე წელიწადია, თამაშობენ მა­რჯანიშვილის თეატრში და ამ სიყვარულის ისტორიას თან სდევს შლეიფი – სწორედ „ურიელ აკოს­ტას“ რეპეტიციებისას შეუყვარდ­ათ ერთმანეთი სოფიკო ჭიაურე­ლსა და კოტე მახარაძეს...

სოფიკო ჭიაურელი: „ურიელმა“ დაგვღუპა... ყველაფერი სპონტა­ნურად მოხდა, მას ცოლი ჰყავდა, მე – ქმარი... ამ ყველაფერს უფრო კრიმინალური შარავანდედი ადგა, ვიდრე რომანტიკული...“ კრიმინალური შარავანდედი არ დასდგმია უშანგი ჩხეიძის ტრფო­ბას ვერიკო ანჯაფარიძისადმი... მაგრამ ეტრფოდა...

„როდესაც მე მოვიხედე ივდი­თისკენ, ასე მეგონა, რაღაც შუქი ამოდიოდა მისი სახიდან... ივდი­თის მომღიმარი სახიდან მოედ­ინებოდა ნათელი, რაც ავსებდა მთელ სცენას, მისი თვალები ბრ­წყინავდნენ, გეალერსებოდნენ და მისგან წამოსული სხივი გიზიდა­ვდა...“ – იხსენებდა უშანგი ჩხეი­ძე...

ბედისწერად იქცა – მარჯან­იშვილისა და ოცხელის შეკრულ „კარკასში“ უნებლიედ იბადებოდა სიყვარული – ურიელისა და ივდი­თის შემსრულებელ მსახიობებს შორის, ალბათ, სწორედ ამას ით­ვალისწინებდა სოფიკო ჭიაურე­ლი, როდესაც ბოლო აღდგენისას ამ როლებზე ცოლ-ქმარი გაან­აწილა – ნატა მურვანიძე და ნიკა თავაძე...

სადაცაა „ურიელ აკოსტა“ 82 წლის გახდება. დაიბადა ქუთა­ისში 1929 წლის 2 თებერვალს, 2 წლისაც არ იყო, თბილისში რომ „ჩამოიყვანეს“ და მას შემდეგ თბ­ილისში ცხოვრობს... 1928 წელს მარჯანიშვილმა დააარსა ქუთა­ისი-ბათუმის თეატრი, 1930 წელს თბილისში საგასტროლოდ ჩამო­სული დასი თბილისში დარჩა და სახალხო სახლში დაიდო ბინა. 1933 წელს თეატრს მარჯანიშვი­ლის სახელი ეწოდა...

როგორ იქმნებოდა შედევრი, სახელად „ურიელ აკოსტა“, რო­მელიც დღემდე ახდენს ზემოქმ­ედებას მაყურებელზე? შედევრის ავტორთაგან მხ­ოლოდ კოტე მარჯანიშვილი იყო შემოქმედებითი სიმწიფის, 56 წლის ასაკში, კომპოზიტ­ორი თამარ ვახვახიშვილი 35 წლის იყო, ურიელი – უშანგი ჩხეიძე – 30 წლის, ივდითი – ვერიკო ანჯაფარიძე – 28 წლ­ის, გენიალური სცენოგრაფი პეტრე ოცხელი კი – მხოლოდ 21 წლის...

სწორედ 21 წლის ჭაბუკის შექმნილი დეკორაციები და კო­სტიუმებია, აგერ დღემდე რომ შოკში აგდებს და აცვიფრებს მნ­ახველს. განგებამ მის შემოქმედ­ებას უფრო ხანგრძლივი ქრონ­ომეტრაჟი უბოძა, ვიდრე თავად მას. სასცენო მხატვრობის რევო­ლუციონერი ავბედით 37-ში, სრ­ულიად ახალგაზრდა, 30 წლისა დახვრიტეს, როგორც კონტრრ­ევოლუციონერი... მისმა შემოქმ­ედებამ კი მოინელა თავად კომუ­ნისტური, პირსისხლიანი რეჟიმი. უყურებ ოცხელის უკიდეგანო ფანტაზიის ნაყოფს – უჩვეულო სცენიურ გარემოს, იხსენებ მის ასაკს და სულაც აღარ გიკვირს, როგორ შექმნა იმავე ასაკში ში­ლერმა „ყაჩაღები“...

20 წლის იყო პეტრე ოცხელი, მარჯანიშვილმა რომ მისი გა­ფორმებული „ცეცხლის გამჩაღ­ებელნი“ ნახა მუშათა თეატრში. ოცხელის ესკიზებმა მარჯანიშ­ვილი აღაფრთოვანა – გენიამ იც­ნო მომავალი გენია და თავისთან წაიყვანა, სულ მალე ოცხელის გენია აელვარდა კიდეც...

თუმცა, როგორც თეატრის ისტორიის ანალებიდან ირკვევა, მარჯან­იშვილს არ მოსწონებია ესკიზე­ბი, რომელიც თავიდან მიუტანა ოცხელმა, არ მოეწონა, რადგან იქ ზდანევიჩისა და გამრეკელის გავლენა იგრძნობოდა. მარჯან­იშვილი არ აჩქარებდა ოცხელს...

და აი, ოცხელმა მაკეტი მიიტანა მარჯანიშვილთან... მარჯანიშვილი დიდხანს ათ­ვალიერებდა მაკეტს... ხელჯოხი მთელი ძალით დასცხო მაგიდას, მსახიობები გაინაბნენ, ეგონათ, მაკეტი არ მოეწონა და ყველას ჯოხით დაერეოდა. „გენიალურ­ია, შესანიშნავი, ყოჩაღ პეტრე! სადაა ის ბიჭი“ – იყვირა მარჯან­იშვილმა...

პეტრე ოცხელი სცენის სიღრმეში იდგა თავჩაქინდრული, გაწითლებული... მაყურებელს დღესაც აჯადოე­ბს მარჯანიშვილის რეჟისორული გადაწყვეტისა და ოცხელის მხ­ატვრობის საოცარი სინქრონუ­ლობა. მარჯანიშვილის შედევრმა დაამარცხა დრო – „ურიელ აკოს­ტა“ დღესაც მარჯანიშვილის თე­ატრის რეპერტუარშია.

რა ხდება, რატომ აღელვებს მაყურებელს ოდესღაც დადგმუ­ლი სპექტაკლი, მხოლოდ იმიტომ რომ შედევრია, მხოლოდ იმიტომ რომ არქეტიპად ქცეული მარჯანიშვილის დადგმულია? იქნებ იმიტომაც რომ ქადაგებს აზრის თავისუფლებას? იქნებ იმიტომ რომ გვიამბობს რელიგიური დო­გმების, ფანატიზმის, გარემო­მცველი სამყაროს წინააღმდეგ ამხედრებული ურიელ აკოსტას ტრაგიკული სიყვარულის ის­ტორიას, ნათელისა და ბნელის ჭიდილს. ბნელისა და ნათელის, შუქ-ჩრდილების, შავისა და თე­თრის მონაცვლეობა უდევს აქ საფუძვლად ყველაფერს, ოცხე­ლის დეკორატიული მონასმები ორგანულად ერწყმის მარჯანიშ­ვილის მეტყველ მიზანსცენებს, ულამაზეს კომპოზიციებს. მსახ­იობები ქანდაკებებივით არიან ნაკვეთი, არსად არიან სტატიკ­ურნი, ყველაფერს შინაგანი რი­ტმი და სულიერი ექსპრესია აე­რთიანებს. 

ცხადია, დღევანდელი „ურიელის“ ზემოქმედება, ალბათ, ბევრად ჩამოუვარდება 80 წლის წინანდელ ზემოქმედებას, ისევე, როგორც აღდგენილი სპექტაკლი ორიგინალს, მაგრამ, თუ გავითვ­ალისწინებთ იმასაც, რომ მას შე­მდეგ არათუ თეატრმა, საერთოდ სამყარომ იცვალა ნირი, რიტმი, დღევანდელი ზემოქმედების ძა­ლა მაინც შთამბეჭდავია. სწორ­ედ ამ „მაინც შთამბეჭდაობითაა“ „ურიელ აკოსტა“ გენიალური, ამთეატრალურ მკვეთრ, პირობით ფორმებს, საერთოდ ზეაწეულ განცდებს გადაჩვეულ, გაუცხო­ებულ მაყურებელსაც რომ უთ­რთოლებს სულს.

ცხადია, უხვად არიან ისინიც, ვინც მყარადაა დამიწებული და არანაირად რომ არ ეპიტნავებათ ეს „ზეაწევა“ და თეატრისგანაც რომ მიწაზე გო­რაობას ითხოვენ, მაგრამ ეს სპ­ექტაკლი მათთვის არაა...

მარჯანიშვილის „ურიელ აკ­ოსტამ“ დროზე გაიმარჯვა, მა­გრამ დროზე გამარჯვებამდე მესხიშვილის „ურიელ აკოსტა­ზე“ – სწორედ ქუთაისის სცენ­აზე დადგა მეოთხედი საუკუნით ადრე ლადო მესხიშვილმა კარლ გუცკოვის ეს ტრაგედია, ურიე­ლს თავად ასრულებდა, ივდითს – ქართული თეატრის სინდისად აღიარებული ნუცა ჩხეიძე. ლა­დო მესხიშვილის ტრიუმფალ­ური ურიელის შემდეგ ამ პიესას აღარავინ ეკარებოდა... აღარავ­ინ – მარჯანიშვილამდე. წარმატებულ პრემიერას წინ ასევე წარმატებული ჩვენება უძ­ღოდა – თბილისიდან ჩასულ მწ­ერლებს,

საზოგადო მოღვაწეებს „ურიელი“ დეკემბრის მიწურუ­ლს ანახვეს. ამ ჩვენების წინ კი იყო...ჩა­ვარდნილი გენერალური რეპე­ტიცია. რეპეტიცია ცუდად მიდიოდა, მსახიობები ვერაფრით ვერ პო­ულობდნენ საჭირო ტონს.

„ის­ეთი შთაბეჭდილება მაქვს, თი­თქოს ყველაფერი დაიკარგა, რაც კი რეპეტიციებზე ვიპოვე. მუსიკაც მიშლის ხელს, გამძვი­ნვარებული მარჯანიშვილიც მბ­ოჭავს, სინათლე თვალს მჭრის. ყურადღების მოკრება მიჭირს. მონოლოგს წარმოვთქვამ მექა­ნიკურად. ვერაფერს ვგრძნობ, სიცივე და სიცარიელე მაქვს გუ­ლში. უშანგი – ურიელიც ჩამქრა­ლია, არა აქვს სითბო, სიცოცხ­ლე, ცეცხლი – და ასე რეპეტიცი­ის დამთავრებამდე ყველაფერი დაიკარგა, წაიშალა. სად გაქრა დაუვიწყარი რეპეტიციების სი­ხარული? როგორი ზეშთაგონ­ებით ქმნიდა მარჯანიშვილი ამ სპექტაკლს – როგორი აღფრთო­ვანებით ვიჭერდით მის ყოველ აზრს ჩვენ, მსახიობები... ჩვენ ვგრძნობდით, რომ ამ სპექტაკლ­ში კიდევ უფრო ძლიერად, უფ­რო სრულყოფილად გადაიშალა მარჯანიშვილის გენია. და ეს ყველაფერი ჩვენ, მსახიობებმა, დღეს დავკარგეთ, დავანგრიეთ, გავაცამტვერეთ“, – იხსენებდა ვერიკო ანჯაფარიძე...

მარჯანიშვილი ყვიროდა, ცე­ცხლს ყრიდა, ცდილობდა, ეხ­სნა თავის შედევრი, მსახიობები რომ უნადგურებდნენ, მაგრამ ამაოდ...„დამღუპეთ მე თქვენ, დამტანჯეთ, დამასამარეთ“, – ეუბნებოდა მსახიობებს. „ასეთი განადგურებული მა­რჯანიშვილი მე არ მინახავს“, – იტყვის ვერიკო ანჯაფარიძე,

სწორედ ვერიკოს უხმო თეატ­რიდან გამოსულმა და სასტუმ­როსკენ ლასლასით მიმავალმა მარჯანიშვილმა.

„მივუახლოვდი და ვხედავ, თვალები ნათელი აქვს, სხივჩამდგარი, სიხარული გამოკრთის, ეშმაკური ღიმილი დასთამაშებს სახეზე და მეუბ­ნება: წადი, დაიძინე, კარგად და­ისვენე, საღამოს მოხდება გრ­ანდიოზული რამ, გენერალური ჩაგვივარდა – ეს ხომ შესანიშნ­ავია!..“ – გაიხსენებს ვერიკო და სწ­ორედ ამის შემდეგ დამკვიდ­რდა ქართულ თეატრში რწმენა – რომ ჩავარდნილი გენერალუ­რი რეპეტიცია წარმატებული პრემიერის გარანტიაა.

მაგრამ ეს რწმენა ხშირად ცრურწმენაა – ვინ მოსთვლის რამდენი გენე­რალური რეპეტიცია ჩაფლავებ­ულა და მერე პრემიერაც ზედ მიჰყოლია... ვერიკოს გარდა, მარჯანიშ­ვილის „ურიელ აკოსტას“ კიდევ ბევრი ივდითი ახსოვს. სესილია თაყაიშვილი, სოფი­კო ჭიაურელი, მედეა ჯაფარიძე, დოდო ჭიჭინაძე, ნინო დუმბაძე, ნატო მურვანიძე... ა

ხალგაზრდა სესილია თაყა­იშვილი ჯერ კიდევ მაშინ შეიყვა­ნეს სპექტაკლში, როცა სცენაზე ვერიკო იდგა. გარკვეული წარმ­ატებების მიუხედავად, სესილი­ას ივდითი ვერ იქცა სპექტაკლის ნაწილად. სესილია ვერ ჰგუობდა უჩვეულო ფორმის სავარძელს, არანაკლებ უჩვეულო კოსტიუ­მს, საერთოდ გარემოს. ის ეთ­აყვანებოდა ვერიკოს ივდითს, თვითონ კი ვერ იქცა ივდითად. იმდენად მწარე იყო მისთვის მა­რცხი, რომ სიკვდილის წინ მიცე­მულ ინტერვიუში, ცხოვრების ყველაზე უბედურ დღედ, „ურიე­ლში“ თამაშის დღე დაასახელა...

ვერიკომ „ურიელ აკოსტა“ პი­რველად 1962 წელს აღადგინა. ურიელს პიერ კობახიძე თამა­შობდა, ივდითს – თავად, უკვე 60-ს გადატანებული, მაგრამ ის კვლავინდებურად აჯადოებდა მაყურებელს.

1972 წელს ვერი­კომ ხელმეორედ აღადგინა „ურ­იელ აკოსტა“, ამჯერად ურიელს კოტე მახარაძე თამაშობდა, ივ­დითს – სოფიკო ჭიაურელი.

„არ მინდოდა ივდითის თამაში, დე­დამ მაიძულა... ვცდილობდი, გა­ვქცეოდი მის აჩრდილს, მაგრამ ვერ მოვახერხე... დედასთან და­ვმარცხდი და დავმარცხდი რომელია...“ (სოფიკო ჭიაურელი).

მესამედ უკვე სოფიკო ჭი­აურელმა აღადგინა სპექტაკლი 1991 წელს, ზურაბ სტურუასა და ნინო დუმბაძის მონაწილეობ­ით. 15 წლის შემდეგ, 2006 წელს კვლავ სოფიკომ აღადგინა „ურ­იელ აკოსტა“. ამჯერად ივდი­თად ურიელის – კოტე მახარაძის შვილიშვილი, ნატა მურვანიძე მოგვევლინა, ურიელად – ნიკა თავაძე.

ვერიკოსთან მარცხდებოდ­ნენ მაშინ, როცა ის სცენაზე იდ­გა, ვერიკოსთან მარცხდებოდ­ნენ მაშინ, როცა ის პარტერში იყო რესტავრატორის ამპლუაში და მაშინაც, როცა ის მთაწმინდ­აზე განისვენებს.

ნატა მურვანიძე: „ერთი წამი­თაც არ ვედრები სესილია თაყა­იშვილის მონაცემებს და შესაძლ­ებლობებს, მაგრამ ახლა ვერიკო ანჯაფარიძე რომ ცოცხალი იყოს და სცენაზე იდგას, ჩემთვისაც ყველაზე უბედური დღე 2006 წლის 30 სექტემბერი იქნებოდა, როცა პირველად ვითამაშე ივდი­თი...“

მარჯანიშვილის თეატრს „ურ­იელ აკოსტას“ ბოლო აღდგენა 9 000 ლარი დაუჯდა. ეს თანხა ძი­რითადად დეკორაციის რესტავ­რაციასა და კოსტიუმების ხელა­ხლა შეკერვას მოხმარდა.

ყვითელი დეტალი: ახალ ივ­დითს – ნატა მურვანიძეს არც ერთი წინამორბედი ივდითის კო­სტიუმი არ ჩაეტია, კოჭებამდე დაშვებული კაბები წვივებსაც ვერ უფარავდა, ყველა კაბა მკ­ლავებამდე სწვდებოდა.

„ვიცოდი, მაღალი ვიყავი, მა­გრამ სულ მეგონა, რომ თავი პა­ტარა მქონდა, მაგრამ არც თავს­აბურავი მომერგო, ისიც პატარა მქონდა. დეკორაციაც კი პატა­რაა, ვინც დააკვირდება“, – ამბო­ბს ნატა მურვანიძე.

ნატა მურვანიძე: „მართლაც უძლიერესი კონსტრუქცია აქვს ამ სპექტაკლს, ქორეოგრაფია, მუსიკა, პრინციპში, ნახატივი­თაა, ერთი დიდი ტილოა. ჩვენ ხელში გვქონდა შედე­ გი – მიზანსცენები, ჟესტები და თავად უნდა მივსულიყავით ამ შედეგამდე. მიხეილ ჩეხოვს აქვს ფსიქოლოგიური ჟესტით სავარჯიშო. ფსიქოლოგიურ ჟესტს რომ აკეთებ ერთხელ, ორჯერ, ათჯერ, ოცჯერ... ამ ჟესტს მიჰყავხარ იმ ემოცია­მდე, რომელმაც ეს ჟესტი შვა. ამ პრინციპით ვმუშაობდით და მინდა მჯეროდეს, რომ ამ გზით ვიწვევდით იმ საწყის ემოციას, თავდაპირველი შემსრულებლ­ები რომ განიცდიდნენ. ყოველ შემთხვევაში ეს ჟესტები ჩემში აშკარად იწვევს რაღაცას, შე­იძლება იმ დოზას არა, რასაც ქალბატონ ვერიკოში, ან შემდ­ეგ აღიარებულ, ლეგენდარულ მსახიობებში...

იმდენად მაგა­რია, იმდემად აწყობილია ეს ყველაფერი, მე არ მეგულება მსახიობი ქალი, რომელიც ამას ისე ვერ იგრძნობს, როგორც მე ვგრძნობდი. გული მწყდება, სხვებს რომ არ აქვთ საშუალება, განიცადონ ის, რაც იქ ხდება, რომ იმ მონახაზში იცხოვრონ, ამ სპექტაკლს აქვს კიდევ რა­ღაც განსაკუთრებული მაგია...

მე არ ვიცი, ეს გარედან როგორ ჩანს, მაგრამ შიგნით აშკარად მონუსხული და მოჯადოებული ხარ 80 წლის წინანდელი რაღა­ცით, რომელსაც სახელი არა აქვს...

სახელი აქვს კოტე მარჯ­ანიშვილი, გენიოსი, რომელიც სათავეა ამ ყველაფრის"...

ავტორი: რეზო შატაკიშვილი.

წყარო: გაზეთი "პრაიმტაიმი" N44(85)-ის არქივიდან.

ავტორი: რუსა ღვანიძე