კომპანიის დამფუძნებლები ბიზნესში გარკვეული კლანების მხრიდან მათთვის ხელშეშლაზე საუბრობენ

18:11 07-27-2017
289

"პრაიმტაიმის" პრესკლუბში კომპანია „Food City Georgia“- მ ბრიფინგი გამართა, სადაც მისმა გენერალურმა დირექტორმა ოთარ კვირიკაშვილმა და ინვესტორი დავით მამულაძემ გურჯაანში მომხდარი ფაქტის შესახებ ისაუბრეს, სადაც კომპანია რამდენიმე ინვესტორმა მნიშვნელოვნად დააზარალა.

როგორც კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, ბაზარზე დიდი ხანია არიან, დაახლოებით ორი კვირის წინ კი გადაწყვიტეს კახეთში, ატამი შეესყიდათ, თუმცა იმის გამო, რომ გლეხებს იმაზე მეტი ფასი შესთავაზეს ატამში, ვიდრე სხვებმა, დანარჩენი ინვესტორების მიერ არასათანადო პირობებში აღმოჩნდნენ. 

"თუ სხვა ინვესტორები ატამს 5-10 თეთრად იბარებდნენ, პირი ჰქონდათ შეკრული და გლეხებს მნიშვნელოვნად აზარალებდნენ, ჩვენმა ინვესტორმა მათ 53-80 თეთრი შესთავაზა. 30 ტონამდე ატამი ვიყიდეთ, რომელიც სამაცივრე მეურნეობაში შევინახეთ, სადაც 48 საათის გან მავლობაში უნდა გაეჩერებინათ, თუმცა არც გვითხრეს ისე, ტემპერატურას აუწიეს, ნაცვლად - 1 გრადუსისა, ატამი +16 გრადუსზე შეინახეს, ნაწილი ყუთებისა საერთოდ გამოირეს მაცივრიდან ერთი დღის შემდეგ და შედეგად ეს ატამი დალპა. 40 ათას ლარამდე ზარალი ვნახეთ, რაშიც დანარჩენი ინვესტორების ინტერესებს ვხედავთ, რომელსაც ხელი იქაურმა ხელისუფლებამაც შეუწყო", - აღნიშნა ოთარ კვირიკაშვილმა.

კომპანიის დირექტორი და ინვესტორი საქმის სამართლებრივად წარმართვას და ასევე ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრებს აპირებენ.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე