მომღერლების ვლადიმერ პრესნიაკოვის და კრისტინა ორბაკაიტეს ვაჟი, დაქორწინდა. საინფორმაციო წყარო "elle"-ს ინფორმაციით, 26 წლის ნიკიტა პრესნიაკოვის და მისი რჩეულის, 20 წლის ალიონა კრასნოვას ქორწილის ცერემონია, 17 ივლისს გაიმართა.
ახალგარდებმა, ერთმანეთი 2014 წელს გაიცნეს. 2017 წლის 8 მარტს, ნიკიტამ შეყვარებულს ხელი სთოვა, მაგრამ, როდის იყო დაგეგმილი ქორწილი, არ ამჟღავნებდნენ. მხოლოდ რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ ქორწილი, ახლო მომავალში გაიმართებოდა.
17 ივლისს, მოსკოვის გარეუბანში, ერთერთ ელიტარულ რეზიდენციაში, მენდელსონის მარშის ნაცვლად , როკ-მუსიკის ფონზე, მოაწერეს ხელი, რის შემდეგაც, წყვილმა, ულამაზესი ყვევილებით გაფორმებულ ადგილას, ფიცი დადო.
პარატძლის მეჯვარეები, ვერცხლისფერ კაბებში პოზირებდნენ, სიძის კი, ლურჯ კოსტიუმებში. სტუმრების აღფრთოვანება, სიძე- პატარძლის საოცარმა ცეკვამ გამოწვია ისინი თითქმის ჰაერში ცეკვავდნენ.
ცერემონიას, 200-მდე სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ, რუსული შოუ-ბიზნესის მთელი ელიტა, და ვინც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნიკიტას ოჯახი, სრული წარმომადგენლობით: ალა პუგაჩოვა, მაქსიმ გალკინი, კრისტინა ორბაკაიტე, მეუღლესთან, მიხეილ ზემცოვთან და უმცროს ბიჭთან, დენისთან ერთად, ვლადიმერ პრესნიაკოვი და ნატალია პოდოლსკაია.
შეგახსენებთ, რომ როკ-ჯგუფის "Multiverse"-ს სოლისტმა ნიკიტა პრესნიაკოვმა და მისმა რჩეულმა ალიონამ, ერთმანეთი 3 წლის წინ გაიცნეს.
წყვილი, ურთიერთობას, დიდხანს მალავდა. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ დააფიქსირეს ერთად, მუსიკალურ ფესტივალზე, "ახალი ტალღა",
2015 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ, მათი ურთიერთობა, ისევ განახლდა.