ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებიც დედობაზე უარს აცხადებენ - "ბავშვი - ნებაყოფლობითი ღვთის მონაა"

15:21 07-28-2017
2629

ჰოლივიდის ვარსკვლავების წარმომადგენლების ჯგუფი, კითხვაზე,  უნდა გახდე თუ არა დედა, ორ ბანაკად  გაიყო. ერთი მხარე თვლის, რომ შვილის გაჩენა, ბედნიერებაა, მეორე მხარე კი შვილის გარეშე ცხოვრების ფილოსოფიას ემხრობა.

ყველა ვარსკვლავს, სხვადასხვა მიზეზი აქვს, ზოგი ფიქრობს, რომ ვერ აიღებს შვილის აღზრდაზე პასუხისმგებლობას. ზოგს, დრო არ აქვს, იმისთვის, რომ შვილი გააჩინოს და აღზარდოს, ზოგს კი, პრინციპულად არ სურს დედა გახდეს.

საინფორმაციო სააგენტო "ELLE"-მ გადაწყვიტა, ჰოლივუდის ვარსკვლავებს დაკავშირებოდა და რელური მიზეზები, მათთან ერთად გაერკვია:  

   რენე ზელვეგერი: 

მიუხედავად იმისა, რომ რენე ზელვეგერი უკვე 48 წლისაა და ცოტა ხნის წინ შექმნა ოჯახი, ინტერვიუში ამბობს, რომ შვილის გაჩენა არ სურს, ისედაც ბევრ ი საქმე აქვს. "შესანიშნავად ვცხოვრობ და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ შვილები არ მყავს,ვფოქრობ, რომ ქალებს ეშინიათ აღიარება იმისა, რომ არ სურთ შვილის გაჩენა,რადგან ფიქრობენ, რომ მათ საზოგადოება გაკიცხავს, მე კი არ მეშინია! ბავშვი - ნებაყოფლობითი ღვთის მონაა, დედობა, არასოდე ყოფილა ჩემი ინტერესის სფერო, მინდა, რომ თავისუფალი ადამიანი ვიყო და მხოლოდ ჩემს თავზე ვიზრუნო" - ამბობს ინტერვიუში, მსახიობი, რენე ზელვეგერი.

   ოპრა უინფრი

პლანეტის ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ქალბატონი - ოპრა უინფრი - მიუხედავად მისი პროფესიული საქმიანობისა, შვილი არ ჰყავს.ინსაიდერების წყაროს ცნობით, მიზეზი, პირადი ცხოვრების ტრაგედიაშია, რომელიც ახალგაზრდობის წლებსი გადახდა,,როცა ჯერ კიდევ ტელეწამყნანად მუშაობდა,  

"ოპრა დაფეხმძიმდა და შვილიც გააჩინა, რომელიც ერთი თვის ასაკში გარდაიცვალა, ამ ტრაგედიის შემდეგ, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ შვილს აღარ გააჩენდა. ამ ეტაპზე ოპრა, სხვისი შვილების აღზრდით არის დაკავებული.   

   ჰელენ მირენი 

72 წლის ჰელენ მირენი, მას შემდეგ განიცდის უშვილობას, რაც მხატვრულ ფილმი "მშობლები" ნახა.

"20 წუთის განმავლობაში ვტიროდი და განვიცდიდი, რომ მე ვერასოდეს ვეღარ გავიგებ რა გრძნობაა - იყო დედა. მთელი ღამე გავთენე ფილმის ნახვის შემდეგ. ვერ ვიტყვი, რომ ბავშვები არ მიყვარს, ადვილად შევძელი ჩემი ქმრის შვილებთან ურთიერთობის დამყარება, მაგრამ დედობა, არასოდეს მინდოდა".

   კიმ კეტროლი

კიმ კეროლი, სერიალის, "სექსი დიდ ქალაქში" გმირისამანტა ჯონსი, არასდროს გამხდარა დედა."საერთოდ არ გავიცდი, რომ შვილი არ გავაჩინე დედა არ გავხდი, სამაგიეროდ კარგი დეიდა ვარ და ბევრი მეგობარი მყავს, ვისაც შვილები ჰყავთ. ჩემი გადატვირთული რეჟიმის გამო, სამსახურიდან, სახლში დაბრუნება და დასვენება მჭირდება. ერთადერთი რაც მაღიზიანებს, ის არის, რომ იძულებული ვარ, ავუხსნა საზოგადოებას, რატომ გავაკეთე ესეთი არჩევანი". - ამბობს კიმ კეროლი, ერთ-ერთ ინტერვიუში

   ევა ლონგორია 

ევა ლონგორია - მესამედ გათხოვდა და მისი რჩეული, მედიამაგნატი ხოსე ანტონიო ბასტონია.მიუხედავად იმისა, რომ  ევას, წინა ქორწინებიდან არ ჰყავს შვილი, არც ამ ეტაპზე აპირებს გაჩენას. " მე უკვე 40 წელს გადავცდი. ცოტა ხნის წინ, დავფიქრდი და მივხვდი, რა უცებ გადის დრო, მაგრამ მიუხედავად ამისა. ბავშვების გარეშე, ჩემი ცხოვრება, ისედაც დატვირთულია" - აღიარა ევა ლონგორიამ ინტერვიუში. 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე