ჯენიფერ ლოპესი - "დაბადების დღეს ვულოცავ მამაკაცს, რომელმსაც, როცა ვხედავ გულისცემა მიჩქარდება, ჩემო სიყვარულო"...

17:15 07-28-2017
1438

24 ივლისს ჯენიფერ ლოპესის დაბადების დღე იყო, მომღერალი 48 წლის გახდა. გუშინ, მისი ბოიფრენდი, ალექს როდრიგესი კი,  42 -ის. 

ჟურნალ "elle"-ს ინფორმაციით,  წყვილმა, გადაწყვიტა, რომ დაბადების დღეები გაეერთიანებიათ და ერთად აეღნიშნად. ალექსმა, ლოპესს სიურპრი გაუკეთა და სამ სართულიანი ტორტი მიართვა. დაბადების დღეს, უამრავი ცნობილი ადამიანი და მეგობარი ესწრებოდა.

მიხედავად ამისა, ჯენიფერმა  გადაწყვიტა, ალექსისთვის დაბადების დღე, ინსტაგრამზე მიელოცა. მან სოციალურ ქსელში, ატვირთა ალექსის შავ-თეთრი ფოტო და სტატუსი გამოაქვეყნა:

"დაბადების დღეს ვულოცავ მამაკაცს, რომელმსაც, როცა ვხედავ გულისცემა მიჩქარდება. ჩემო სიყვარულო, ვისურვებდი, რომ ეს წელი, შენთვის განსაკუთრებული იყოს. განვიცდი ყველაფერ იმას, რაც ღმერთმა გიბოძა".- წერს ჯენიფერ ლოპესი 

ამის შემდეგ, წყვილი, რესტორან "The Grill"-ში, რომანტიკულ საღამოზე დააფიქსირეს, წინა დღეს კი, ჯეი ლის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ერთ-ერთ წვეულებაზე იმყოფებოდნენ. 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე