პარასკევს, ჩრდილოეთ კორეამ ინტერკონტინენტალური ბალისტიკური სარაკეტო ცდა განახორციელდა, რომლის დიაპაზონი ამერიკის დიდ ქალაქებზე გადიოდა. ამის შესახებ CNN წერს, რომლის თარგმანსაც ,,პრაიმტაიმი“ გთავაზობთ.
ექსპერტების აზრით, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩინეთს, იაპონიასა და სამხრეთ კორეას შორის, ახალი რაუნდი დაიწყო.
ჩინეთ-სამხრეთ კორეის საზღვართან ბალისტიკურმა რაკეტამ 45 წუთის ინერტვალში 3.700კმ გაიარა 1000კმ სიმაღლეზე.
მეცნიერისა და სარაკეტო ექსპერტის დევიდ რაიტის განცხადებით, თუ რაკეტა სტანდარტული ტრაექტორიით იფრენდა მას შეეძლო მიეღწია ისეთ მსხვილ ქალაქებამდე როგორებიცაა ლოს-ანჯელესი, დენვერი და ჩიკაგო. თუ სისწრაფეს გაზრდიდა შესაძლებელი იქნებოდა ნიუ-იორკამდეც კი მიეღწია.
სამხრეთ კორეის შტაბის განცხადებით, ინტერკონტინენტალური ბალისტიკური სარაკეტო ცდა, რომელიც წინამორბედებზე შედეგიანი აღმოჩნდა.
რაიტმა განაცხადა, რომ ჯერ მას არ შეუძლია გააანალიზოს თუ რამდენად მძიმე ტვირთი გადაჰქონდა რაკეტას. ,,დატვირთვა რაც უფრო მძიმეა, დიაპაზონი მით უფრო მოკლეა“, - წერს თავის ვებ-გვერდზე დევიდ რაიტი.
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაგმო რაკეტის გაშვება და განაცხადა, რომ ის დაიწყებს მოქმედებას, რათა უსაფრთხოება იყოს დაცული.
,,მუქარა მსოფლიოს. ეს იარაღი და შემდგომი ცდები ჩრდილოეთ კორეის იზოლაციას გამოწვევს, დასუსტდება მისი ეკონომიკა. ამერიკის შეერთებული შტატები მიიღებს ყველა აუცილებელი ზომას, რათა უზრუნველყოს ამერიკული სამშობლოს და ჩვენი მოკავშირე ქვეყნების უსაფრთხოება “, - ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.
კორეის ცენტრალურმა საინფორმაციო სააგენტომ შაბათს განაცხადა, რომ Hwasong-14, იგივე რაკეტაა, რომელიც გასულ თვეს გამოიყენეს.
პარასკევის ცდა იმიტომ განხორციელდა, რომ ნახოთ Hwasong-14 მაქსიმალური დიაპაზონი. როგორ განცხადებაში ვკითხულობთ, ვაშინგტონისთვის ეს "მძიმე გაფრთხილება."
,,BBC”, - ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია სწრაფად უწევს რეკლამირებას სარაკეტო ცდებს და მის წარმატებულებას წარმოაჩენს.
გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე გენერალ ჯოზეფ დანფორდსი და ადმირალი ჯოზეფ ჰარისი მზად არიან ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ საპასუხო ვარიანტები განიხილონ.
რამდენიმე საათში ამერიკელმა ჯარისკაცებმა განახორციელეს სამხედრო ცდები, რათა სამხრეთ კორეელებისთვის ძალა ეჩვენებინათ. ,,წვრთნებისას მათ ოკეანეში რაკეტები უნდა გაეშვათ“, - განაცხადა კაპიტანმა ჯეფ დენისმა.
ჩინეთმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეის მოკავშირედ ითვლებოდა, შაბათს განცხადება გაავრცელა, დაგმო რა პარასკევის რაკეტის გაშვება და სთხოვა Pyongyang " შეწყვიტოს სარაკეტო ქმედება, რომელიც ხელს უწყობს დაძაბულობის ესკალაციას" კორეის ნახევარკუნძულზე.
,,გაეროს უშიშროების საბჭოს მკაფიო წესები აქვს შემუშავებული ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, რათა არ გამოიყენოს ბალისტიკური სარაკეტო ტექნოლოგიები. ჩინეთი ეწინააღმდეგება ჩრდილოეთ კორეის საქმიანობას, რადგან არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს და საერთაშორისო თანამეგობრობას ეწინააღმდეგება," - განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გენგ შუანგმა განაცხადა.
პეკინის განაცხადმა, კიდევ ერთხელ აჩვენა ჩინეთის დიდი ხნის პოზიცია ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო პროგრამის მიმართ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის განცხადებით ჩინეთმა და რუსეთმა უნდა გააკეთონ უფრო მეტი რომ შეაჩერონ ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქმედებები.
აშშ-ს ჩინოვნიკმა CNN-თან ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც, ოფიციალური ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა დაიწყოს ატომური საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გაშვება 2018 წლის დასაწყისში.
ჩრდილოეთ კორეა აპირებს სარაკეტო ტექნოლოგიების და ბირთვული იარაღის უსასრულო ცდებს მომავალ თვეებსა და წლებში. დაძაბულობა მოიმატებს. ეს არის ის სიტუაცია, რაც კორეის ნახევარკუნძულზეა.
ექვს წელზე ნაკლებია, რაც მეფობს კიმ იონგი, მაგრამ მან შეძლო იმაზე უფრო მეტი რაკეტის გამოცდა, ვიდრე მისმა მამამ და ბაბუამ.
ბენდოუ, კატონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი, რომელიც სპეციალიზდება საგარეო პოლიტიკის სფეროში, CNN-თან ინტერვიუში ამბობს: ,,ჩრდილოეთ კორეის რაკეტები გვიჩვენებს, რომ მისი ლიდერები "აბსოლუტურად ერთგულნი არიან მათი სარაკეტო პროგრამების" და არ არიან დაინტერესებულნი გაჩერდნენ.
ბენდოუ, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში გასულ თვეს იმყოფებოდა აცხადებს, რომ რეჟიმი დარწმუნებულია სარაკეტო პროგრამას ავითარებს, როგორც ბირთვული შეტევის შეკავების აუცილებელობას. ეს მისი თქმით, არის მცდელობა გაგრძელდეს ზეწოლა ტრამპზე.
გადაწყვეტილებები რთულდება რადგან სამხრეთ კორეის მართველი არაპროგნოზირებადი ბუნებისაა.
თარგმანი: დათო აფციაური