დავით ზალკალიანი: "ეს წვრთნები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული"

12:27 07-31-2017
90

წვრთნები რეგიონში სტაბილურობისკენ არის მიმართული - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე მასშტაბური საერთაშორისო სწავლების "ღირსეული პარტნიორი 2017"-ის ფარგლებში საუბრისას განაცხადა. 

"ეს წვრთნები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს ხაზს უსვამს იმას რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტიორებთან, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვსურს რომ რეგიონში იყოს სტაბილურობა და ეს წვრთნები რეგიონში სტაბილურობისკენ არის მიმართული. გარდა ამისა, წვრთნები გვეხმარება, ვიყოთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე სხვა პარტნიორ ქვეყნებთან და ნატოს წევრ პარტნიორ ქვეყნებთან თავსებადობაში" - განაცხადა დავით ზალკალიანმა.