მალიბუ მორიგ სიმღერას წერს. ეს იქნება დუეტი ეკუნა ყანჩაველთან ერთად. გოგონები სიმღერის შინაარსს ჯერ არ ამხელენ, მაგრამ გვპირდებიან, რომ მორიგი სიმღერა საზაფხულო განწყობას შექმნის.
მალიბუ:
- ეს არის დუეტი ეკუნა ყანჩაველთან რომელიც ძალიან მალე გამოვა ვიდეო რგოლთან ერთად. სიმღერის სახელსა და შინაარსს ჯერ ვერ გავამხელ. ავტორები მე და ეკუნა ვართ.
- ვიდეო რგოლი როგორი წარმოგიდგენია, ვინ გადაიღებს?
- ვიდეო რგოლს, როგორც წინა კლიპს, გადაიღებს CHCHX Productions. კლიპი იქნება საზაფხულო, რადგან სიმღერაც ასეთია. ოპერატორები გახლავთ გიორგი და დათო ჩეკურიშვილები. ეს ორი ბიჭი სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, პირველ ვიდეო რგოლს როდესაც ვიღებდი, იმდენად ნიჭიერი ბიჭები არიან, რომ სხვასთან საქართველოში ვერ ვიმუშავებ.
ნინო მჭედლიშვილი